ეს წარმატება იმიტომ გამოვარჩიეთ, რომ ბიჭებისგან ეს არ გვიკვირს, ქალთა ჭიდაობა კი საქართველოში ახლა იდგამს ფეხს. შეგახსენებთ, რომ შარშან ახალგაზრდა სამბისტთა შორის ნინო ოძელაშვილმა (70) მსოფლიოს პირველობა მოიგო, ახლა კი ევროპის ჩემპიონიც გვყავს. ამდენად, ოძელაშვილის შემდეგ ქართულ
კვირას ჩვენი გუნდის საერთო მონაგარი 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო გახდა. იმ 2 ოქროდან 1 შარაძის ანგარიშზეა, მეორე კი ახალგაზრდა ბიჭების ტურნირში მოასპარეზე მიხეილ ნარიმანიძემ (100) მოიპოვა. ამავე ასაკში ბადრი ჯანიაშვილის შეგირდებს კიდევ ორი ოქროს მოპოვება შეეძლოთ, მაგრამ ვახტანგ ჩიდრაშვილიც (57) და გიორგი პაპუნაშვილიც (74) ფინალებში დამარცხდნენ. ბრინჯაოები მთლიანად ჭაბუკთა ნაკრების მონაგარია - პრიზიორები თორნიკე მუზაშვილი (56), მიხეილ მეზურნიშვილი (70) და ალექსანდრე მილდიანი (87) გახდნენ.
ამდენად, ჩემპიონატზე ჩვენი გუნდების საერთო გამოსვლა ასეთია: ახალგაზრდების ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა, რაც ხარისხების მიხედვით თანაბრად გაანაწილა - სამივე სინჯის 3-3 ჯილდო ირგუნა. ნარიმანიძის გარდა, ჩემპიონები ლევან ბერბერაშვილი (48) და ზვიად კაპანაძე (68) გახდნენ. ჩიდრაშვილისა და პაპუნაშვილის მსგავსად ვიცე-ჩემპიონობა გივი ნადარეიშვილმაც (52) მოიპოვა, ბრინჯაოები კი ლაშა ზურაბიანს (82), გიორგი ნოზაძეს (90) და სლავა რეზესიძეს (+100) ერგოთ. ამ ნაკრებიდან უმედლოდ მხოლოდ ერთი კაცი დარჩა - ივანე გოგიაშვილი (62), რომელიც მეშვიდეზე გავიდა.
ჭაბუკთა მონაგარი უფრო მწირია - 1 ოქრო და 4 ბრინჯაო. ამ ასაკში ევროპის ჩემპიონი ბექა ტუღუში (65) გახდა, მესამე ადგილებზე კი ვარლამ შალიკაშვილი (52) და ის სამეული გავიდა, ზევით რომ მოგახსენეთ.
შარაძის წონაში მხოლოდ ხუთი მონაწილე ჭიდაობდა, ჩვენებურმა კი ქვეჯგუფში სლოვენიელ პოლინა ლამპეს და ლიტველ ინესა ვალინჩუტეს მოუგო, ხოლო ფინალში რუსი ვიქტორია ბარულინა დაამარცხა. ექვსი მონაწილე იყო ნარიმანიძესთანაც, ჩვენებურმა კი ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე მოლდოველ დენის ტაკის, ბულგარელ მიროსლავ დებრელიევს და რუს ილია ლუკაშუკს აჯობა. პაპუნაშვილმა სლოვენიელ ნერმან დედიჩს, ლიტველ ანტონ ბარლიტს და ბელარუს ტსიმაფეი ემელიანაუს მოუგო, ფინალში კი რუს გეორგი ლებედევთან დამარცხდა. 57-შიც ექვსი მონაწილე გამოდიოდა, ჩიდრაშვილმა კი რუს დანიელ პონომარენკოსა და ბულგარელ ცვეტან ლაზაროვთან გამარჯვებების შემდეგ ფინალი ბელარუს ალექსანდრ ლიასოსთან დათმო.
ჭაბუკებიდან მილდიანი მომავალ ჩემპიონთან, რუს რუსტამ შალახოვთან დამარცხდა, მუზაშვილმა და მეზურნიშვილმა კი მომავალ ვიცე-ჩემპიონებთან წააგეს, შესაბამისად, სომეხ ჰოვანეს ალექსანიანთან და რუს სულთან ალხაზუროვთან.
.