რომელსაც ახალგაზრდებში 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზვიად კაპანაძე დაეუფლა. სამბისტთა წლევანდელი პირველობა ბევრად უკეთ კი იყო ორგანიზებული, (გადაიცემოდა პირდაპირ რეპორტაჟში) მაგრამ საინფორმაციო უზრუნველყოფა მაინც არ იყო სრულყოფილი. რეპორტაჟებში მაინც ადგილობრივ ოპერატორთა ნებაზე ხარ დამოკიდებული -რომელ შეხვედრას გიჩვენებენ, ხოლო შეხვედრათა ოქმები საიტზე ოპერატიულად კვლავაც არ ქვეყნდებოდა. ამ პირობებში ისევ ფედერაციაზე ვიყავით დამოკიდებული და კაპანაძის მედალიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოგვრჩა.
ამდენად, რიგაში ორივე ასაკობრივი ნაკრების საერთო
ამ ასაკში ჩემპიონობით მიხეილ მეზურნიშვილმა (70), გიორგი ბიწაძემ (75) და ალექსანდრე მილდიანმა (87) გაგვახარეს, ბექა ტუღუში (65) ვერცხლს დასჯერდა, აბესალომ ვაშაყმაძე (52) და გაგა ჯიხვაძე (+87) მესამეზე გავიდნენ. ბიჭების ორივე ნაკრებმა რუსების შემდეგ თავ-თავის ასაკის საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვეს.
კიდევ ერთი ბრინჯაო ახალგაზრდა გოგოებში მოჭიდავე შორენა შარაძის (64) მონაპოვარია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"