ქართველი სამბისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

AutoSharing Option
10-14 ნოემბერს ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო პირველობაზე ოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრება.

7 ნოემბერს, სამბოს ფედრაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ გიორგაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გალდავამ ჟურნალისტებთან ნაკრების მზადების შესახებ სამბოს "სპორტის სასახლეში" ისაუბრეს. ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძიუდოისტებით გაძლიერდა - ვილნიუსში ლევან ჟორჟოლიანი და დავით ლორიაშვილი იჭიდავებენ.

გიორგი გალდავა
:" სამბოში მოჭიდავე ბიჭები ქართული ჭიდაობიდან არიან მოსული, რაც მათ წარმატებას განაპირობებს. სამბისტები მედლებით ყოველ წელს გვანებივრებდნენ და ასე იყო წლეულსაც, როდესაც ჭაბუკებმა და
ახალგაზდებმა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე იყოჩაღეს. ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაყოფიერად მოემზადა და მჯერა ლიტვაში წარმატებასაც მოიპოვებს".

თეიმურაზ გიორგაძე
:" ნაკრებმა სრულყოფილი მოსამზადებელი შეკრება გაიარა, შემადგენლობა ოპტიმალურია, რაც იმედიანად განგვაწყობს. ბიჭები შემართებით ემზადებიან, ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი შედეგიანი და წარმატებული იქნება. ქართველი გულშემატკივრის გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ".

მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. 10-14 ნოემბერი. ვილნიუსი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
52 კგ
ავთანდილ ცინცაძე
57 კგ
უშანგი კუზანაშვილი
62 კგ
დავით სვიმონიშვილი
68 კგ
ლევან ნახუცრიშვილი
74 კგ
კახა მამულაშვილი
82 კგ
ნიკო კუცია
90 კგ
ლაშა გურული
100 კგ
ლევან ჟორჟოლიანი
+100 კგ
დავით ლორიაშვილი

ქალები
64 კგ
შორენა შარაძე
72 კგ
ნინო ოძელაშვილი
80 კგ
ირინე ლეონიძე

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ გიორგაძე

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული