ტურნირის პირველ დღეს ავთანდილ ცინცაძის (52) გაჩემპიონების შესახებ უკვე გაცნობეთ, შაბათს ვერცხლის მედლები უშანგი კუზანაშვილმა (57) და ლომერ ჟორჟოლიანმა (100) მოიპოვეს, გუშინ კი მესამე პრიზიორები ნიკოლოზ კუცია (82) და დავით ლორიაშვილი (+100) გახდნენ. ნაკრები გუნდურ ჩათვლაშიც მესამეზე გავიდა.
როგორც ვხედავთ, შაბათი ჩვენებისთვის გამორჩეული დღე აღმოჩნდა - ორი ფინალი იჭიდავეს, თუმცა ოქროს გარეშე დარჩნენ.
მისასალმებელია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ უშანგი კუზანაშვილის წარმატება, რომელმაც ის ტიტულები ქვედა წონაში
ჩვენებური ფინალში ყაზახ იერბოლატ ბაიბატიროვთან დამარცხდა. ასევე აღსანიშნავია ძიუდოისტების - ჟორჟოლიანისა და ლორიაშვილის მიღწევაც, რადგან ისინი პირველად ჭიდაობდნენ სამბოში, კუციასგან კი მედალს ნამდვილად ველოდით. გუშინდელ შეხვედრებზე ვერაფვერს გეტყვით, ჟორჟოლიანმა კი ფინალი რუს არტემ ოსიპენკოსთან წააგო, ვინც მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"