გია გალდავა: 6 მედალი დიდი წარმატებაა

AutoSharing Option
15 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე გია გალდავამ და სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერეცია გამართეს.

გია გალდავამ და სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ გიორგაძემ ნაკრების მიერ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებულ წარმატებაზე ისაუბრეს. 11-13 ნოემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში სამბისტთა მსოფლიოს პირველობა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ჩემპიონი ავთანდილ ცინცაძე (52 კგ) გახდა, უშანგი კუზანაშვილს (57 კგ) და ლევან ჟორჟოლიანს (100 კგ) ვერცხლის მედლები ერგოთ, ნიკო კუციამ (82კგ) და დავით ლორიაშვილმა (+100კგ) კი ბრინჯაოს
მედლები მოიპოვეს. ქალთა შორის გამოირჩეული იყო ნინო ოძელაშვილიც (72კგ), ვინც ბრინჯაოს მედლის მოგება შეძლო.

გია გალდავა:"სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბევრი იშრომეს, რამაც შედეგიც გამოიღო. 6 მედალი ნამდვილად დიდი წარმატებაა. მინდა მათ ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მივულოცო და სამომავლო წარმატებებიც ვუსურვო და მადლობა ვუთხრა გაწეული შრომისთვის, როგორც მოჭიდავეებს ისე მწვრთნელებს და მსაჯებს. მჯერა, სამბისტები მომავალში კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ".

თეიმურაზ გიორგაძე:" ოთხი წელია მსოფლიოს ჩემპიონაზტე ოქროს მედალი არ გვქონია, ასე რომ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ბიჭებმა მოინდომეს და ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის. 6 მედალი და გუნდური მესამე ადგილი; მე როგორც ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრების გამოსვლით კმაყოფილი ვარ".

11-13 ნოემბერი. ვილნიუსი. მსოფლიოს ჩემპიონატი
ავთანდილ ცინცაძე (52კგ) - ოქრო
უშანგი კუზანაშვილი (57კგ) - ვერცხლი
ლევან ჟორჟოლიანი (100კგ) - ვერცხლი
ნიკო კუცია (82კგ) - ბრინჯაო
დავით ლორიაშვილი (+100კგ) - ბრინჯაო
ნინო ოძელაშვილი (72კგ) - ბრინჯაო

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული