წლეულს ნანის აღსაზრდელებმა ირინე ლეონიძემ (80კგ) და შორენა შარაძემ (64კგ) მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე სამბოში შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ქალბატონ ნანი კირკიტაძეს 2012 წლის 29 აგვისტოს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭა ჭიდაობა სამბოში.
ანაბაჯის სამშობლოში ნანი კირკიტაძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც დამსახურებული მწვრთნელის წოდებას ფლობს ჭიდაობის ერთ-ერთ სახეობაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"