ოლეგ იაძე: სადაც გადავაწყდები ლადო ვარძელაშვილს, კაცურად გავუსწორდები [VIDEO]

AutoSharing Option
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ოლეგ იაძეს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტად აირჩევენ.

ამის შესახებ იაძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა. მისი თქმით, ის სპორტის სფეროს 2011 წელს მაშინდელმა სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ჩამოაშორა.

"სადაც გადავაწყდები, ქართულად, კაცურად გავუსწორდები. დღეს ბევრს ნანობს ვარძელაშვილი, იცის, ადრე თუ გვიან გადავუხდი, მაგრამ ჯერჯერობით დამცირებული ვარ.

დამატოვებინა ფედერაცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა ამ ნაძირალა პიროვნებამ. ერთადერთი ფედერაცია მქონდა ჩაბარებული, რომელიც არ გავაპოლიტიკურე და "ნაციონალების" სასარგებლოდ, ავტობუსებით არ დამყავდა აქეთ-იქით.

ეს იყო სინამდვილეში ჩემი ჩამოშორების მიზეზი"
- აცხადებს იაძე (იხილეთ ვიდეო).

qartli.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხებსაც ვერ მოჭამს ეგ კანონიერი ქურდი
zaza
12:11 14-01-2013
0
ტატამია ტატამიიიიიიიიიიიიიიიიი ოლეგაა ჩვენი მწვრთნელი და ვიწყებთ ვარჯიშს სამბოში
რუსთაველი
14:56 14-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული