დელეგატებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, მოგვიანებით კი სამბოს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტზე სამბისტთა ნაკრების ყოფილი თავკაცი ოლეგ იაძე დაამტკიცეს.
ოლეგ იაძე წლების განმავლობაში ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ახლა კი ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი გახდა, რაც მას საშუალებას მისცემს, საკუთარი გამოცდილება ფედერაციის ხელმძღვანელებს და მწვრთნელებს გაუზიაროს.
msy.gov.ge