მეჩვიდმეტე ღია ჩემპიონატზე ექვსი მედლიდან ჩვენებმა სამი ერთ წონაში - 74 კგ-ში ირგუნეს.
ყველაზე წარმატებით იჭიდავა კახა მამულაშვილმა (74 კგ), რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა.
ამავე წონაში ორივე ბრინჯაოს მედალი ქართველ სამბისტებს - ბესარიონ ბერულავას და ლევან ნახუცრიშვილს ხვდათ წილად.
მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ აგრეთვე ილია ტყეშელაშვილი (57 კგ) და შმაგი ლაგაზაური (62 კგ).
გუნდური: 1. ბელორუსი - 57 ქულა; 2. საქართველო -
ამჟამად ქართველი სამბისტები ქვეყნის ჩემპიონატისათვის ემზადებიან, რომელიც 27 თებერვალს დიღომში ჩატარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"