გუნდმა, ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, ამ შეჯიბრებისთვის სამზადისში სამი შეკრება გაიარა, გამოვიდა საქართველოს ჩემპიონატში და ხარლამპიევის თასზე მოსკოვში. ბოლო შეკრებას გუნდი გორის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის დარბაზში გადის.
გთავაზობთ ინტერვიუს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილთან.
- მე და მეორე მწვრთნელმა ვანო არაბულმა (გვეხმარებოდა ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ავთანდილ ცინცაძეც) შეკრება სამ ეტაპად დავყავით: ფიზიკური - ბაკურიანში, ნახევრად ფიზიკური (შერეული) - დუშეთში გავიარეთ, ახლა გორში, ხალიჩაზე ვემზადებით.
ასეთმა მიდგომამ სპორტსმენი შეჯიბრებაზე ფორმის
წონებში პირველ-მეორე ნომრები ჩამოვიყვანეთ გორში სპარინგპარტნიორებად. აქ ბევრი სხვადასხვა სტილის ძლიერი მოჭიდავეა. საერთოდაც, გორი ხომ ჭიდაობის უძლიერესი ცენტრია! ამდენი შეკრება ევროპის ჩემპიონატის წინ ადრე იშვიათობა იყო.
- სატურნირო გამოცდილების თვალსაზრისით, ალბათ, ასე ვერ ვიტყვით...
- რასაკვირველია, მეტ შეჯიბრებაში მონაწილეობა გვსურს, მაგრამ ბიუჯეტი როგორც გაგვწვდება, ისე ვიყენებთ, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონატამდე სადმე სასურველი შეჯიბრება იყო და გამოვტოვეთ.
- რა კრიტერიუმით დააკომპლექტეთ საევროპოდ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა?
- ცალკეულ შეჯიბრებას არ დავყრდნობივართ. შესაძლებელია, ვინმემ ტურნირზე ვერ აჩვენოს მაქსიმალური შედეგი, მაგრამ უშუალოდ ჩემპიონატის წინ შეკრებაზე მწვრთნელს კონკურენტთან შედარებით თავისი უპირატესობა დაუმტკიცოს.
რაც შეეხება უშუალოდ შემადგენლობას, 52 და 57 კგ-ში ახალგაზრდა და პერსპექტიული სამბისტები გივი ნადარეიშვილი და ვახტანგ ჩიდრაშვილი იასპარეზებენ. მათ ყველაფერი გააკეთეს წონებში ლიდერობის მოსაპოვებლად.
62 კგ-ში ტიტულოვანი უშანგი კუზანაშვილი იჭიდავებს. 68 და 82 კგ-ში გამოკვეთილი ლიდერები არიან ლევან ნახუცრიშვილი და ნიკო კუცია. 74 კგ-ში კახა მამულაშვილი გამოვა, 90 კგ-ში პაატა ღვინიაშვილი.
100 კგ-ში კი ლაშა გურული ლიდერობს. იოლი არ იყო არჩევანის გაკეთება +100 კგ-ში, სადაც საქართველოს ჩემპიონი ონისე ბუღაძეა, თუმცა აქ გვყავს ევროპის მოქმედი ჩემპიონი სამბოში ნოდარ მეტრეველი, რომელსაც ტრავმის გამო ბოლოს არც საქართველოს ჩემპიონატზე და არც ხარლამპიევის თასზე უჭიდავია.
მე ვესაუბრე მის პირად მწვრთნელს და გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე პირდაპირ ნოდარ მეტრეველზე გაგვეკეთებინა არჩევანი. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის დაკომპლექტების მერე არც ერთი კითხვის ნიშანი არა აქვთ სპორტსმენებს, რადგან შევეცადე, მაქსიმალურად ობიექტური ვყოფილიყავი.
აქვე დავამატებ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორი მონაწილე ქალებშიც გვეყოლება. მათმა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი პარუნაშვილმა შორენა შარაძე (64 კგ) და ირინა ლეონიძე (80) შეარჩია საამისოდ, რომლებიც შეკრებაზეც არიან ჩვენთან.
- თავისუფალი და ძიუდოს ნაკრებების ახალ სამწვრთნელო შტაბებსაც დებიუტი ევროპის ჩემპიონატებზე ჰქონდათ და ორივე სახეობაში ბრწყინვალე შედეგები მივიღეთ. თავად რას ელით ამ შეჯიბრებისგან?
- პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველა ხარისხის მედალი გვექნება. შევეცდებით, სხვა საჭიდაო სახეობების ნაკრებების დარად, წარმატებულად ვიასპარეზოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"