პირველი დღე უჩემპიონოდ

AutoSharing Option
ტაშკენტში გუშინ დაწყებულ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში ჩვენი ნაკრების მონაგარი 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა. ოლეგ იაძის შეგირდებიდან ფინალში გასვლა მხოლოდ დავით სვიმონიშვილმა (62) შეძლო. სამწუხაროდ, ჩემპიონატის შესახებ ინტერნეტში ინფორმაციები თითქმის არ მოიპოვება და ვერც ჩვენებურის მიერ განვლილ გზაზე გეტყვით რამეს, ფინალი კი ჩვენმა სპორტსმენმა ყაზახ აზამატ მუკანოვთან წააგო.

ბრინჯაოს მედლები მინდია ბოდაველმა (90) და ალექსი დავითაშვილმა (+100) მოიპოვეს. სამწუხაროდ, არც მათ მეტოქეებზე ვიცით რამე, რუსული ფორუმებიდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ დავითაშვილმა მტკივნეულით წააგო რუს ვიტალი მინაკოვთან, რომელმაც მერე ძიუდოში ბელარუსი
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იური რიბაკი დაამარცხა (კარიერაში მერამდენედ!), ფინალში კიდევ ერთ ძიუდოისტს, ოღონდ უტიტულო ბულგარელ ივან ილიევსაც სძლია და მორიგი მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, დავითაშვილი საბოლოოდ მესამეზე გავიდა.

დღეს იჭიდავებენ: ავთანდილ ცინცაძე (57), ლევან ნახუცრიშვილი (68), ლევან წიკლაური (82) და მირიან პავლიაშვილი (100). იმედია, რომელიმე მათგანი მოახერხებს ოქროს მოპოვებას.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული