სამბოს ამბები: რაო, ბიჭებო, ისევ ორხელისუფლებიანობა?

AutoSharing Option
წლეულს, 21-22 ივლისს, ჭიდაობა სამბოში მოღვაწე საკმაოდ გავლენიანი პიროვნებები მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში შეიკრიბნენ.

თავდაპირველად ამ შეკრებას სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია უწოდეს. სინამდვილეში კი, რიგგარეშე კონგრესის გზით შეეცადნენ, შეეცვალათ სამბოს საერთაშორისო ფედერაციის (FIAR) ხელმძღვანელები და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები.

განხეთქილება და სკანდალები სამბოში არახალია, ორხელისუფლებიანობა უწინაც ყოფილა და ერთხანს სიტუაციის დარეგულირებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართველმა სპეციალისტებმა.

საინტერესოა, რომ "მეამბოხეთა ტალღაში" გარეულნი არიან სამბოს საერთაშორისო ფედერაციის ფუნქციონერებიც: FIAR-ის ექსპრეზიდენტი, აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე დავიდ რუდმანი; გამოჩენილი სამბისტის, ჰენრიხ შულცის შვილი, ბიზნესმენი მიხეილ შულცი; რუსეთის სპორტსახკომის
თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნიკალაი ლენცი...

FIAR-ის კონგრესი, როგორც წესი, წლეულს, ნოემბრის მეორე ნახევარში ქ. სანკტ-პეტერბურში მსოფლიოს ჩემპიონატის პარალელურად უნდა ჩატარდეს. ავანტიურისტთა ჯგუფმა თავისი რიგგარეშე კონგრესით მოვლენებს დაასწრო, აღმასკომის წევრებად კი ახალი ხალხი შეარჩია.

ისინი დაუყოვნებლივ შეეცადნენ შვეიცარიაში მდებარე FIAR-ის საბანკო ანგარიშების განკარგვის უფლების მოპოვებას.

"სამბოს დამპყრობლებმა" პრეზიდენტად დიდი ფულის პატრონი მიხეილ შულცი აირჩიეს.

ყოველივე ამის შემდეგ დიდი გაურკვევლობა იყო მოქმედ FIAR-ში, მაგრამ ისინი მალევე მოეგნენ გონს (პრეზიდენტი ვასილი შესტაკოვი) და სარჩელით მიმართეს შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სასამართლოს (ამ ქალაქშია FIAR-ის შტაბბინა).

რევოლუციონერთა ჯგუფს ჯერჯერობით კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. 26 აგვისტოს ლოზანის სასამართლოს თავმჯდომარე ჟან-ლიუკ ჟენიარმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ შულცისა და მისი კომპანიის ქმედება არაკანონიერია..

ასეთია სამბოს საერთაშორისო სერობის მორიგი სკანდალის მოკლე ისტორია.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული