ლევან ნახუცრიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია - პეტერბურგელებმა მსაჯებს ქართველი არ დააჩაგვრინეს

AutoSharing Option
ლევან ნახუცრიშვილი (68) სამბოში მსოფლიოს ჩემპიონია. თბილისელმა ფალავანმა ეს ტიტული 22 ნოემბერს მოიპოვა სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ტურნირზე, რომელიც საიუბილეოა - სამბოს დაარსების 75-ე წლისთავზე ტარდება.

თუმცა წარმატებისთვის ქართველ ფალავანს გვარიანი ბრძოლა გადახდა, განსაკუთრებით - ნახევარფინალში, რუს დენის დავიდოვთან, სადაც მსაჯებმა კინაღამ წაართვეს გამარჯვება და რომ არა... რუს მაყურებელთა პროტესტი, ვინ იცის, ფინალში ვინ გავიდოდა.

შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე, ნახუცრიშვილი 2:1-ს იგებდა, როცა მსაჯებმა ერთ-ერთი საკამათო ეპიზოდის ვიდეოგამეორების შემდეგ ქულა დავიდოვს მისცეს.

ცხადია, ამას ქართული დელეგაციის პროტესტი მოჰყვა, თუმცა ეს არაფერია
ტრიბუნების ქცევასთან შედარებით - როგორც რუსული სპორტული საიტები წერენ, უსამართლობამ თურმე თვით რუსი ქომაგებიც აღაშფოთა, რომლებმაც ღრიალს საქმეც მიაყოლეს და ლეიბზე სხვადასხვა საგნები ისროლეს.

საბოლოოდ, მსაჯებმა უკან დაიხიეს და რამდენიმე გამეორების შემდეგ დენისოვს ქულა გაუუქმეს. შედეგად, ნახუცრიშვილი ფინალში გავიდა, ბულგარელ მარტინ ივანოვს მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ტურნირს თვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ადევნებდა თვალს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ისევ ჩვენ ნახუცრიშვილებიიიიიიიიიიიი.სულ ასე წარმატებით გევლოს მთელი ცხოვრების მანძილზეეეეეე.გაიხარეეეეეე
ia naktutsrishvili
15:42 18-12-2013
0
ლევან შენ ერის სიამაყე ხარ!
პაატა კალმახელიძე
12:02 27-11-2013
0

სიახლეები პოპულარული