ლევან ნახუცრიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია - პეტერბურგელებმა მსაჯებს ქართველი არ დააჩაგვრინეს

AutoSharing Option
ლევან ნახუცრიშვილი (68) სამბოში მსოფლიოს ჩემპიონია. თბილისელმა ფალავანმა ეს ტიტული 22 ნოემბერს მოიპოვა სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ტურნირზე, რომელიც საიუბილეოა - სამბოს დაარსების 75-ე წლისთავზე ტარდება.

თუმცა წარმატებისთვის ქართველ ფალავანს გვარიანი ბრძოლა გადახდა, განსაკუთრებით - ნახევარფინალში, რუს დენის დავიდოვთან, სადაც მსაჯებმა კინაღამ წაართვეს გამარჯვება და რომ არა... რუს მაყურებელთა პროტესტი, ვინ იცის, ფინალში ვინ გავიდოდა.

შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე, ნახუცრიშვილი 2:1-ს იგებდა, როცა მსაჯებმა ერთ-ერთი საკამათო ეპიზოდის ვიდეოგამეორების შემდეგ ქულა დავიდოვს მისცეს.

ცხადია, ამას ქართული დელეგაციის პროტესტი მოჰყვა, თუმცა ეს არაფერია
ტრიბუნების ქცევასთან შედარებით - როგორც რუსული სპორტული საიტები წერენ, უსამართლობამ თურმე თვით რუსი ქომაგებიც აღაშფოთა, რომლებმაც ღრიალს საქმეც მიაყოლეს და ლეიბზე სხვადასხვა საგნები ისროლეს.

საბოლოოდ, მსაჯებმა უკან დაიხიეს და რამდენიმე გამეორების შემდეგ დენისოვს ქულა გაუუქმეს. შედეგად, ნახუცრიშვილი ფინალში გავიდა, ბულგარელ მარტინ ივანოვს მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ტურნირს თვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ადევნებდა თვალს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ლევან შენ გენაცვალე გაგვახარე საქართველო,შენი სოფელი და შენი ხალხი გენაცვალე შენ,ამაყობს საქართველო შენით,მადლობა რუსულ ქომაგს,ლევანი კიდევ ბევრს მოიგებს და ბევრს გაგვახარებს.
beqa
02:25 24-11-2013
0
გილოცავ, ძალიან მახარებს ქართველი სპორცმენების გამარჯვება ამ ისეთ დიდ ასპარესზე როგორზეც ლევანმა გვასახელა. უბრალოდ ერთ რამეზე მწყდება გული: ეს სპორცმენები მსოფლიო ჩემპიონატზე რომ წავიდნენ, ჩვენი ტელევიზიები სად იყვნენ? შემთხვევით უნდა ვიგებდეთ ამ ბიჭების წარმატებას? და ინტერნეტში უნდა ვეძებდი მათ ჭიდაობას? სულ ფეხბურთი რომ აკერიათ პირზე სადაც ყველაზე დიდი ფული ტრიალებს რატომ არ აქცევენ ყურადღებას ამ ბიჭებს? ან რატომ არ კეთდება ქუჩაში სარეკლამო რგოლები? და ასეთი წარმატებული სპორცმენი ბევრია საქართველოში რომელიც შეიძლება ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან რომ ვერც ვერაფერი გავიგოთ, როგორც ოლიმპიადაზე დაღუპული ქართველი. ამაზრზენია უკვე ყოველივე
nika
11:56 26-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული