ქართველმა სამბისტებმა სანკტ-პეტერბურგის მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი დღის შემდეგ საქართველოს უკვე მსოფლიოს ორი ჩემპიონი ჰყავს - ლევან ნახუცრიშვილის (68) შემდეგ ეს ტიტული ვახტანგ ჩიდრაშვილმაც (57) მოიპოვა. საამისოდ მან შაბათს ფინალში 5:1 დაამარცხა ბელორუსი ივან ანისკევიჩი.

დიდი შანსი იყო, ორი დღის შემდეგ ჩვენი მონაგარი სამი ოქრო ყოფილიყო, რადგან შაბათს ფინალში კიდევ ერთი ქართველი გავიდა - ლაშა გურული (100), მაგრამ ის მტკივნეული ილეთით ვადამდე დამარცხდა ვიაჩესლავ მიხაილინთან.

ჩემპიონი სახელოვანი რუსი ძიუდოისტის, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონისა და ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან ალექსანდრ მიხაილინის უმცროსი ძმაა.

შაბათს
ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთი, მესამე სინჯის მედალიც მოიპოვა - კახა მამულაშვილი (74) ბრინჯაოს დაეუფლა.

მსოფლიოს ჩემპიონატი 24 ნოემბერს დასრულდა, თუმცა ბოლო დღის შედეგებზე ოფიციალურ საიტებზე არაფერს წერდნენ. ამდენად, ჯერჯერობით ჩვენი გუნდის მონაგარი 4 მედალია - 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია გახდება ოლიმპიური სახეობა
ramazi
29 ნოემბერი 2013 14:36
0
სამბო ოლიმპიური სახეობა არ არის. რაც შეეხება მედლებს 4-ის ნაცვლად 6 მოიპოვეს დამატებით ბრინჯაოს მედლები მეტრეველმა და ლეონიძემ.
aleqsandre
27 ნოემბერი 2013 09:53
0
სამბო ილიმპიური სახეობაა, ასე უგულოდ რატომ წერთ!
gizo
25 ნოემბერი 2013 18:55
0

სიახლეები პოპულარული