ნორიოელი სამბისტის ოქრო არმავირიდან

AutoSharing Option
არმავირში (რუსეთი) მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის აშოტ მარქარიანის A კატეგორიის მეშვიდე საერთაშორისო ტურნირი სამბოში გაიმართა, რომლის მთავარი მსაჯი იყო თბილისელი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ემილ რაში.

საქართველოდან სამი სამბისტი გამოვიდა ტურნირში. ქებას იმსახურებს ნორიოელი ბექა იმერლიშვილი - 68 კგ (მწვრთნელი სპარტაკ გორგაძე), რომელმაც ფინალში ძიუდოში ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორს, სომეხ გაგიკ ნაზარიანს აჯობა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ავთანდილ ცინცაძემ (57 კგ). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი საგარეჯოელი უშანგი კუზანაშვილი (57) კი უმედლოდ დარჩა (5-6 ადგილი გაიყო).

ტურნირი თვით 42 წლის მილიონერმა აშოტ მარქარიანმა დააფინანსა.

შვიდიდან
ექვსი ოქროს მედალი რუსეთელმა მოჭიდავეებმა, ერთი კი, როგორც აღვნიშნეთ, ქართველმა მოიპოვა.

სხვათა შორის, ბექა იმერლიშვილს 2008 წელს მოგებული აქვს სამბოს ერთ-ერთი ფუძემდებლის ანატოლი ხარლამპიევის ძალზე ძლიერი,თითქმის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების დარი მემორიალური ტურნირი.


გაბრიელ ბარჯაძე



მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაა სომეხმა მილიონერმა თავის ტურნირზე მთავარ მსაჯად დანიშნა ემილ ბაბასიანი გაურკვეველი ერის ადამიანი!(ხან ქართველია ხან ეზიდი ხანაც სომეხი!...)როცა რა აწყობს ისე...იყო დრო როცა ემილ ბაბასიანი(რაში ეხლა)მონაწილეობდა გარიგებებში როდესაც წააგებინებდა ან მოაგებინებდა ამა თუ იმ ბავშვს ფულის სანაცვლოთ კითხეთ თუ ვინმეს გყავთ ვინმე სამბისტი და გეტყვით სიმართლეს!!!
daviT
16:39 14-08-2011
0

სიახლეები პოპულარული