აზერბაიჯანელი სამბისტი სომხეთის ჰიმნის უპატივცემულობისთვის დასაჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოსკოვში, სამბოში გამართულ მსოფლიოს თასზე სპორტული ეთიკის დარღვევა საჯაროდ დაფიქსირდა.

აზერბაიჯანელი სპორტსმენი ბახტიარ აბასოვი, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა, არაკორექტულად მოიქცა - კვარცხლბეკზე ყოფნისას გამარჯვებული სპორტსმენის, სომეხი აშოტ დანიელიანის ქვეყნის ჰიმნის დროს ჩაიკუზა და მხოლოდ ჰიმნის დასრულების შემდეგ ადგა ფეხზე.

ამის გამო აზერბაიჯანელ სპორტსმენს ბრინჯაოს მედალი უკვე ჩამოართვეს და სავარაუდოდ, 2-3-წლიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასზე ქართველმა სამბისტებმა ერთი ოქროს და სამ-სამი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მათ შორის ორი ვერცხლი - ქალების ანგარიშზეა.

ასევე იხილეთ:
დავით ლორიაშვილმა სამბოში მოსკოვის
მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
მკითხველის კომენტარები / 16 /
რომელკ ისტორიაზე საუბრობთ. აზერბაიჯანი ,ქვეყანა ,რომელიც 20-ე საუკუნეში შეიქმნა. ხოლო მანამდე ირანის შემადგენლობაში იყო .რაც შეეხება მათ ავტოქტონურობას,ეგ ხომ ზღაპარია.თურქული მოდგმის ტომები ,რომლებიც მონღოლეთის სტეპებიდან ჩამოეთესლნენ და გაანადგურეს ალბანელები
giorgi
04 აპრილი 2015 09:44
0
datoს შენი ლოგიკიტ აფხაზეთი აფსუებისა და სამაჩაბლო ოსების , ისტორია ისცავლე დავით გეიდარის ძე
ენციკლოპედ
04 აპრილი 2015 01:59
0
ისტორიულად ყარაბახი აზერბაიჯანისა და იქნება კიდეც მომავალში აზერბაიჯანელი სპორცმენები მაგარი კაცები არიანნნნნნნნნნნნ
dato
03 აპრილი 2015 22:58
0
დავიწყოთ იმით, რომ ისტორიულად ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიაა და მერე მოხდა იმ ტერიტორიის ანექსია აზერბაიჯენალების მხრიდან და ვისი დახმარებით, ყველამ კარგად ვიცით, მერე ის რომ თუ სპორცმენი ხარ სპორტით დაკავდი და შენი საქმე აკეთე და ერთი ადგილის ქიცინს თავი დაანებე. რუსეთში რატომ ჩავიდა შეჯიბრზე, იმ რუსეთში რომლის ინტერესია ზუსტად ყრაბაღის არეულობ, მაგრამ სავარაუდოდ ძია ვალოდას კაი ვაზელინი აქვს, ამაზე ნაკლები, რით არიან ჩვენი რაგბისტები ტაში რომ გააცილეს რუსეთი, მაგრამ საბედნიერო ამ რააცისგან განსხვავებით, კაცობა და შეგნება გვაქვს, შეგნების ნას კი ცოტა განათლება უნდა, რაც ამ ინდივიდის საქციელში ნამდვილად არ შეიმჩნევა
მე
03 აპრილი 2015 17:34
0
status quo-ს "ასეთ საქმეში ჯენტლმენობა არ ჭრის".
რინგზე ერთმანეთის მოსაკლავად გადიან,მაგრამ ორთაბრძოლის წინაც ართმევან ხელს ერთმანეთს და თუ ცოცხლები გადარჩნენ,ორთაბრძოლის მერეც.ჯენლტმენი თუ არ ხარ,მაშინ ლაჩარი ყოფილხარ.
Zaza
03 აპრილი 2015 10:48
0
"ეს ჩვენ ვართ ჩვენს მტრებს რომ ვკოცნით და ვეხვევით!" მართალს ბძანებთ. მაგრამ, სპორტთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს.ზაზა ცამდე მართალია.
3.141592
03 აპრილი 2015 10:30
0
ძალიანაც კარგად მოქცეულა.. ასეთ საქმეში ჯენტლმენობა არ ჭრის....
status quo
03 აპრილი 2015 09:31
0
რა თქმა უნდა... აბა ვინ წაკიდა ისინი ერთმანეთს,თუა რა რუსეთმა? ჩვენ ვინ წაგვკიდა ოსებს და აფხაზებს,თუა არა რუსეთმა?
თუ მებრძოლი ხარ,აიღე იარაღი და იბრძოლე იქ,სადაც ცხელი წერტილია და დაიცავი შენი სამშობლო.ხოლო თუ სპორტსმენი ხარ,მაშინ სპორტსმენი იყავი,დაიცავი ეთიკის ნორმები და ნუ ურევ ერთმანეთში სპორტს და პოლიტიკას.
Zaza
02 აპრილი 2015 22:02
0
ღირსია ნამდვილად
ღირსია
02 აპრილი 2015 21:48
0
ყველაფერს ვაჟკაცობა უნდა, გამარჯვებასაც და დამარცხებასაც. მართალს ამბობს ზაზა, თუ ასე მოქცევას აპირებ, მაშინ საერთოდ ნუ ჩადიხარ რუსეთში, ხომ იცი, რომ მათი ხელი ურევია ამ კონფლიქტში? ან საერთოდ რატომ იღებ მონაწილეობას იმ ტურნირში, სადაც სომეხი მონაწილეობს? ერთმანეთს თუ შეხვდებიან დანით უნდა გავიდეს ხალიჩაზე? ან არასპორტულად უნდა ეჭიდავოს? და საერთოდ რატომ იდგა იმ კვარცხლბეკზე? საერთოდ გასულიყო დარბაზიდან პროტესტის ნიშნად. მაგრამ ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინა. ერთი კვირა არ გასულა არც ისე დიდი ხანია გასული რაც რუსები დავამარცხეთ დიდი ანგარიშით რაგბში, ყველაზე დიდ მტერთან პოლიტიკურად, ყველაზე დაუნდობელ და არაადამინურ დამპყრობელთან (არ მინდა ზრდილობის, ეთიკის ნომრმებს გავცდე, რამე ცუდი წამომცდეს და ეს კომენტარი დაიბლოკოს, კი იმსახურებენ ისე) მაგრამ ყველა ღირსეულად იქცეოდა, მატჩის დამთავრების შემდეგ ორივე გუნდმა გაუკეთა კორიდორი ერთმანეთს, ჯერ მათ გააკეთეს, მერე ჩვენ, ასევე ყველამ ერთმანეთს ხელი ჩამოართვა, ძალიან კორექტულად მოიქცა ყველა, აი ეს იყო ვაჟკაცების ვაჟკაცური საქციელი.
პატივს ვცემ აზერბაიჯანელებს, მაგრამ ამ ადამიანის საქციელს სხვა თუ არაფერი არავაჟკაცური საქციელი ჰქვია.
მოქალაქე, ოღონდ "ის მოქალაქე" არა :)))))
02 აპრილი 2015 21:24
0

სიახლეები პოპულარული