აზერბაიჯანელი სამბისტი სომხეთის ჰიმნის უპატივცემულობისთვის დასაჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოსკოვში, სამბოში გამართულ მსოფლიოს თასზე სპორტული ეთიკის დარღვევა საჯაროდ დაფიქსირდა.

აზერბაიჯანელი სპორტსმენი ბახტიარ აბასოვი, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა, არაკორექტულად მოიქცა - კვარცხლბეკზე ყოფნისას გამარჯვებული სპორტსმენის, სომეხი აშოტ დანიელიანის ქვეყნის ჰიმნის დროს ჩაიკუზა და მხოლოდ ჰიმნის დასრულების შემდეგ ადგა ფეხზე.

ამის გამო აზერბაიჯანელ სპორტსმენს ბრინჯაოს მედალი უკვე ჩამოართვეს და სავარაუდოდ, 2-3-წლიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასზე ქართველმა სამბისტებმა ერთი ოქროს და სამ-სამი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მათ შორის ორი ვერცხლი - ქალების ანგარიშზეა.

ასევე იხილეთ:
დავით ლორიაშვილმა სამბოში მოსკოვის
მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
მკითხველის კომენტარები / 16 /
დავიწყოთ იმით, რომ ისტორიულად ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიაა და მერე მოხდა იმ ტერიტორიის ანექსია აზერბაიჯენალების მხრიდან და ვისი დახმარებით, ყველამ კარგად ვიცით, მერე ის რომ თუ სპორცმენი ხარ სპორტით დაკავდი და შენი საქმე აკეთე და ერთი ადგილის ქიცინს თავი დაანებე. რუსეთში რატომ ჩავიდა შეჯიბრზე, იმ რუსეთში რომლის ინტერესია ზუსტად ყრაბაღის არეულობ, მაგრამ სავარაუდოდ ძია ვალოდას კაი ვაზელინი აქვს, ამაზე ნაკლები, რით არიან ჩვენი რაგბისტები ტაში რომ გააცილეს რუსეთი, მაგრამ საბედნიერო ამ რააცისგან განსხვავებით, კაცობა და შეგნება გვაქვს, შეგნების ნას კი ცოტა განათლება უნდა, რაც ამ ინდივიდის საქციელში ნამდვილად არ შეიმჩნევა
მე
17:34 03-04-2015
0
ისტორიულად ყარაბახი აზერბაიჯანისა და იქნება კიდეც მომავალში აზერბაიჯანელი სპორცმენები მაგარი კაცები არიანნნნნნნნნნნნ
dato
22:58 03-04-2015
0

სიახლეები პოპულარული