ახალგაზრდა და ჭაბუკმა ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სერბულ ნოვი სადში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის.

საქართველოს დელეგაციამ მთლიანობაში 17 მედალი მოიპოვა - 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

ბიჭებმა ჭაბუკებში 9 მედალი ირგუნეს - სამივე სინჯის 3-3 ჯილდო, ახალგაზრდებმა კი 7 მოიპოვეს - 3 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო. 1 ბრინჯაო გოგოების გუნდის მონაგარია, რომელიც ახალგაზრდებში 56 კილოგრამში სალომე აბაშიძემ მოიპოვა. ჭაბუკებში ჩვენმა ბიჭებმა გუნდური პირველობაც მოიგეს, ახალგაზრდები კი მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ და მეორეზე გავიდნენ.

ჭაბუკების ნაკრებმა 10 წონიდან 6-ის ფინალში იჭიდავა.
ჯამბულ ქურდიანი (65), ნიკა სიდამონიძე (87) და დავით რაზმაძე (+87) ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ჯაბა პაპინაშვილმა (48), ენვერ ლაცაბიძემ (52) და ტრისტან მოსახლიშვილმა (75) კი ფინალური პაექრობები დათმეს და მეორეზე დარჩნენ, კონტინენტის მესამე პრიზიორობას კი ვახტანგ მეტივიშვილი (56), ალექსი ქიტიაშვილი (70) და იმედა გოგოლაძე (81) დასჯერდნენ.

ახალგაზრდა ბიჭებში ოქროს მედლებს ირაკლი კუპატაძე (57), თორნიკე ჭოველიძე (68) და დავით ოზბეთელაშვილი (100) დაეუფლნენ. ფინალურ პაექრობებში გიორგი მელქუაშვილი (48) და ირაკლი გოგია (90) დამარცხდნენ, ბრინჯაო კი გიორგი მირაშვილმა (52) და გიგა გელაშვილმა (100 მოიპოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ყველას, გმერთმა გვიმრავლოს ასეთი წარმატებული ადამიანები...გიორგი მირუაშვილია (52) და არა მირაშვილი...
0

სიახლეები პოპულარული