საქართველოს დელეგაციამ მთლიანობაში 17 მედალი მოიპოვა - 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.
ბიჭებმა ჭაბუკებში 9 მედალი ირგუნეს - სამივე სინჯის 3-3 ჯილდო, ახალგაზრდებმა კი 7 მოიპოვეს - 3 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო. 1 ბრინჯაო გოგოების გუნდის მონაგარია, რომელიც ახალგაზრდებში 56 კილოგრამში სალომე აბაშიძემ მოიპოვა. ჭაბუკებში ჩვენმა ბიჭებმა გუნდური პირველობაც მოიგეს, ახალგაზრდები კი მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ და მეორეზე გავიდნენ.
ჭაბუკების ნაკრებმა 10 წონიდან 6-ის ფინალში იჭიდავა.
ახალგაზრდა ბიჭებში ოქროს მედლებს ირაკლი კუპატაძე (57), თორნიკე ჭოველიძე (68) და დავით ოზბეთელაშვილი (100) დაეუფლნენ. ფინალურ პაექრობებში გიორგი მელქუაშვილი (48) და ირაკლი გოგია (90) დამარცხდნენ, ბრინჯაო კი გიორგი მირაშვილმა (52) და გიგა გელაშვილმა (100 მოიპოვეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"