როგორ აღნიშნა ევროპის ჩემპიონობა ცეკვით ნინო ოძელაშვილმა რუსეთში [VDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცოტა ხნის წინ რუსეთის ქალაქ ყაზანში სამბისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც წარმატებით იჭიდავეს ქართველმა სპორტსმენებმა - ჩვენი გუნდის ანგარიშზე 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი იყო.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონი გოგონათა შორის პირველად გახდა ქართველი სამბისტი - ნინო ოძელაშვილმა (72) პირველობა არავის დაუთმო, გამარჯვება კი ქართული ცეკვის ილეთებით აღნიშნა.

მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ნინოს კარგი მოჭიდავის სახელი აქამდეც ჰქონდა, აი, მისი ქორეოგრაფიული შესაძლებლობები კი ბევრისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

"პირველად გავიმარჯვე
სამბოში ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო და ამიტომაც, ემოციები ვერ მოვთოკე. აი, როდესაც მეორედაც მოვიგებ, ორჯერ უფრო მეტად გამოვხატავ სიხარულს", - უთხრა შეჯიბრის შემდეგ ოძელაშვილმა ჟურნალისტებს.

იხილეთ ინფორმაციის ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 19 /
გაიხარე ნინო! ძალიან გაგვახარე! ჭირიმე შენი!
3.1415
23:01 21-05-2016
0
გაიხარე,რა გამახარეეე!!!წარმატებები ,წარმატებები,წარმატებები!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული