როგორ აღნიშნა ევროპის ჩემპიონობა ცეკვით ნინო ოძელაშვილმა რუსეთში [VDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცოტა ხნის წინ რუსეთის ქალაქ ყაზანში სამბისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც წარმატებით იჭიდავეს ქართველმა სპორტსმენებმა - ჩვენი გუნდის ანგარიშზე 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი იყო.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონი გოგონათა შორის პირველად გახდა ქართველი სამბისტი - ნინო ოძელაშვილმა (72) პირველობა არავის დაუთმო, გამარჯვება კი ქართული ცეკვის ილეთებით აღნიშნა.

მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ნინოს კარგი მოჭიდავის სახელი აქამდეც ჰქონდა, აი, მისი ქორეოგრაფიული შესაძლებლობები კი ბევრისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

"პირველად გავიმარჯვე
სამბოში ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო და ამიტომაც, ემოციები ვერ მოვთოკე. აი, როდესაც მეორედაც მოვიგებ, ორჯერ უფრო მეტად გამოვხატავ სიხარულს", - უთხრა შეჯიბრის შემდეგ ოძელაშვილმა ჟურნალისტებს.

იხილეთ ინფორმაციის ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 19 /
კიდევ და კიდევ ბევრი გამარჯვება!!!
Z.LO
22 მაისი 2016 08:32
0
გილოცავ წარმატებები, სულ ცეკვა ცეკვიტ მოგეგოს ევროპაც მსოფლიო.
davit bliadze
22 მაისი 2016 07:54
0
დიდი წარმატებები ნუცი!...იქნებ ძიუდოშიც გეცადა, არა მგონია ვერ გაქაჩო. გაიხარე!
murtalo
22 მაისი 2016 04:03
0
გენაცვალე...მაგარი გოგო ხარ...წარმატებები
lasha kvavadze
22 მაისი 2016 02:04
0
გაიხარე,რა გამახარეეე!!!წარმატებები ,წარმატებები,წარმატებები!!!
aba
21 მაისი 2016 23:02
0
გაიხარე ნინო! ძალიან გაგვახარე! ჭირიმე შენი!
3.1415
21 მაისი 2016 23:01
0
გილოცავ
usaxelo
21 მაისი 2016 18:29
0
გაიხარე ნინო
guro
21 მაისი 2016 17:28
0
ოძელაშვილია და პირველობას ვის დაუთმობდა. სულ წარმატეტები გქონოდეს ნინო.
გილოცავ!!!
21 მაისი 2016 17:24
0

სიახლეები პოპულარული