თეიმურაზ ჯუღელი სუმოს ელიტას დაუბრუნდა

AutoSharing Option
სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა. 30 წლის ქართველი სუმოისტი მაკუუჩის მე-16 ნომერია.

29 წლის ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მაისის ბაშოზე 12-3 ბალანსით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ იმპერატორის თასის მფლობელ ჰაკუჰოს (15-0) ჩამორჩა. ლევანს დაუფასდა ეს და მე-10 მაეგაშირობიდან მეორე ნომრობამდე დააწინაურეს.

მაღალ წოდებებში ერთი ცვლილებაა 24 წლის მიტაკეუმი სეკივაკე გახდა. ივლისის ბაშო 9-23 რიცხვებში გაიმართება ქალაქ ნაგოიაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული