ნაგოიას ბაშო. 9-23 ივლისი: ლევან გორგაძემ ბაშო ოძეკის დამარცხებით დაიწყო

AutoSharing Option
აიჩის პრეფექტურაში სტარტი აიღო წლის მე-4 სუპერტურნირმა, ნაგოიას ბაშომ, რომელშიც ორივე ქართველი სუმოისტი - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) - ელიტაში ჭიდაობს. ტოჩინოშინმა წინა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა და ახლა მე-2 მაეგაშირაა, ხოლო გაგამარუ მე-16 მაეგაშირა გახდა.

პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი გოეიდო იყო, რომელსაც აქამდე 21-ჯერ შეხვდა და 8-ჯერ მოუგო. ქართველმა სუმოისტმა დიდებული ილეთით დააგდო ოძეკი და სუპერტურნირი მოგებით დაიწყო.

ტურნირის მეორე დღეს ქართველის მეტოქე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოა, რომელთანაც ჩვენებურს სავალალო ანტირეკორდი აქვს - 24-ჯერ შეხვდა და
ამდენჯერვე დამარცხდა.

გაგამარუს პირველი მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჩიიომარუ იყო. სამწუხაროდ, ელიტაში დაბრუნება გაგამარუმ გამარჯვებით ვერ აღნიშნა, ის იორიკირის ილეთით განდევნეს დოჰიოდან.

ასპარეზობის მეორე დღეს ჩვენებურს ნიშიკიგი ხვდება (1:3 ურთიერთშეხვედრებში).

I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (კოტენაგე), იოშიკაძე-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), მიტაკეუმი-კისენოსატო (იორიკირი), კაკურიუ-შოდაი (ოკურიდაში), ტაკაკეიშო-ტერუნოფუჯი (ოშიდაში), ტოჩინოშინი-გოეიდო (სუკუინაგე), ჰოკუტოფუჯი-ტაკაიასუ (ოშიტაოში), ჩიიომარუ-გაგამარუ (იორიკირი).

II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-შოდაი, კისენოსატო-ტაკაკეიშო, კაკურიუ-კოტოშოგიკუ, ტოჩინოშინი-ჰაკუჰო, გოეიდო-იოშიკაძე, ტაკაიასუ-იკიოი, ტერუნოფუჯი-ტამავაში, გაგამარუ-ნიშიკიგი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული