მხოლოდ შავი ზღვა...

AutoSharing Option

აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში დასრულდა წლის მე-4 სუპერტურნირი, ნაგოიას ბაშო. პირველად სუმოს ისტორიაში ელიტურ დივიზიონ მაკუუჩიში სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა, თანაც ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) სუმოში რანგით მე-4 ტიტულით წარდგა იაპონური პუბლიკის წინაშე. თითოეული რიკიშის მიზანი იმპერატორის თასის მოგებაა, თუმცა ჯერჯერობით ჩვენებურები ამისთვის მზად არ არიან, ამიტომაც თითოეული მათგანისთვის მთავარი ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულებაა, რაც რანგში მომატების გარანტიაა. სამწუხაროდ, ნაგოიაში ეს მხოლოდ ერთმა კოკაიმ (ლევან ცაგურია) შეძლო. 

22 წლის ქართველი კომუსუბი გვიანღა გამოფხიზლდა - ტოჩინოშინმა მხოლოდ მას მერე მოიგო ზედიზედ სამი ორთაბრძოლა,

რაც საბედისწერო, მე-8 მარცხი იგემა. შაბათ-კვირას ლევანმა მიჯრით იოშიკაძე და კიტატაიკი დაამარცხა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველი რკენა, სადაც ქართველმა პუბლიკის საყვარელი ილეთით, ცურიდაშით გაიმარჯვა - მან 137-კილოგრამიანი მეტოქე ჰაერში აიტაცა და დოჰიოს მიღმა "გადადგა". სხვათა შორის, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ამ ბაშოზე ტოჩინოშინმა ცურიდაშით მოიგო. საბოლოოდ ლევანმა 6-9 ბალანსი დააგროვა. რა თქმა უნდა, ის დაკარგავს კომუსუბის ტიტულს, თუმცა ბევრითაც არ უნდა დააქვეითონ - ვვარაუდობთ, რომ ის მოწინავე მაეგაშირათა შორის დარჩება.

23 წლის გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) სადებიუტო ბაშო ჩააგდო. ელიტა მაინც სხვა დონეა და მხოლოდ ღონისა და წონის ხარჯზე აქ ფონს ვერ გახვალ. უქმეებზე გაგამარუმ ჯერ ტაკამისაკარისთან წააგო, შემდეგ ბუშუიამასთან. თეიმურაზმა 5-10 ბალანსით დაასრულა ტურნირი. ბედად, დაბალი რანგის ოთხმა სუმოისტმა მასზე უარესი შედეგი აჩვენა. ასე რომ, აკი ბაშოზე სექტემბერში კვლავ სამი ქართველი რიკიშით მოვიწონებთ თავს.

მხოლოდ 29 წლის კოკაიმ შეძლო ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება - 8-7. შაბათს მან გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ხერხით აჯობა "პატარა ტანკ" ტაკეკაძეს და ჰატაკიკომის ილეთით მოუგო. ტურნირის ბოლო დღეს "შავმა ზღვამ" იოშიკაძესთან წააგო. დღეისათვის კოკაი მე-12 მაეგაშირა, ის ბევრად არა, მაგრამ მაინც წინ წაიწევს.

ნაგოიას ბაშო სუპერშედეგით დიდმა მონღოლმა ჰაკუჰომ მოიგო - 15-0. ზენშოს (ყველა მოგება) მიღწევა იოკოძუნას არ გასჭირვებია, უახლოესმა კონკურენტებმა 4-4 მარცხით დაასრულეს ბაშო. ჰაკუჰომ იმპერატორის თასი მე-15-ე მოიგო კარიერაში, მაგრამ პირველად ისტორიაში გამარჯვებულისთვის თასი არ მიუციათ - ეს კი არალეგალურ ტოტალიზატორებთან დაკავშირებული სკანდალის გამოძახილია. ზედიზედ სამი ბაშოა ჰაკუჰო ზენშოთი ასრულებს ტურნირს, მას არ წაუგია იანვრის შემდეგ (ზედიზედ 47 მოგება). "მებრძოლი სულის" პრიზებით ოსი არანი და მონღოლი ჰომაშო დააჯილდოვეს, კაკურიუმ კი ყველაზე ტექნიკური რიკიშის პრიზი მიიღო.

ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)
 XIV დღე: ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი (სუკუინაგე), კოტოოშუ-ბარუტო (იორიკირი), ტოკიტენკუ-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კისენოსატო-კიტატაიკი (იორიკირი), ტოჩინოშინი-იოშიკაძე (ცურიდაში), შიმოტორი-ჰაკუბა (იორიკირი), ასასეკირიუ-მოკონამი (იორიკირი), ტოჩიოძანი-კიოკუტენჰო (იორიკირი), არანი-კაკურიუ (იორიკირი), ტოკუსეგავა-ჰომაშო (იორიკირი), ტოსაიუტაკა-ვაკანოსატო (იორიკირი), კაკიძოე-ჰოკუტორიკი (ოშიდაში), ტაკამისაკარი-გაგამარუ (ჰიკიოტოში), კოკაი-ტაკეკაძე (ჰატაკიკომი), კიმურაიამა-კორიუ (ოშიდაში), კოტოკასუგა-ტამავაში (ჰატაკიკომი), ბუშუიამა-ტამანოშიმა (იორიკირი), ტამაასუკა-შოტენრო (იორიკირი).
ბოლო დღე: ჰაკუჰო-ბარუტო (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-კოტოოშუ (ოშიდაში), კაკურიუ-კისენოსატო (ცუკიოტოში), ვაკანოსატო-კოტოშოგიკუ (კატასუკაში), ჰაკუბა-ტოკუსეგავა (უვატენაგე), ტოჩინოშინი-კიტატაიკი (იორიკირი), ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ (იორიკირი), კიოკუტენჰო-ასასეკირიუ (იორიკირი), არანი-ჰომაშო (ოშიტაოში), იოშიკაძე-კოკაი (ოშიდაში), შიმოტორი-ტაკამისაკარი (იორიკირი), კიმურაიამა-კაკიძოე (ცუკიოტოში), მოკონამი-ტაკეკაძე (იორიკირი), ტამავაში-ტოსაიუტაკა (ოშიდაში), ბუშუიამა-გაგამარუ (იორიკირი), ჰოკუტორიკი-კოტოკასუგა (სუკუინაგე), კორიუ-ტამაასუკა (იორიკირი), შოტენრო-ტამანოშიმა (იორიკირი).

საბოლოო მდგომარეობა
15-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
11-4: არანი (მაეგაშირა 2), კაკურიუ (მ 6), ჰომაშო (მ 13).
10-5: კოტოოშუ (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი).
9-6: ტოჩიოძანი (მ 1), ვაკანოსატო (მ 7), ტაკამისაკარი (მ 11).
8-7: ბარუტო (ოძეკი), ტოკიტენკუ (მ 3), ტოკუსეგავა (მ 7), მოკონამი (მ 10), ტოსაიუტაკა (მ 10), კოკაი (მ 12), კიმურაიამა (მ 13), ბუშუიამა (მ 15), ჰოკუტორიკი (მ 15).
7-8: კისენოსატო (სეკივაკე), კიოკუტენჰო (მ 3), ტამავაში (მ 14).
6-9: კაიო (ოძეკი), ტოჩინოშინი (კომუსუბი), ამინიშიკი (მ 2), კიტატაიკი (მ 4), შიმოტორი (მ 9), ტაკეკაძე (მ 11).
5-10: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), იოშიკაძე (მ 8), გაგამარუ (მ 12), ტამაასუკა (მ 16), შოტენრო (მ 16).
4-11: ჰაკუბა (კომუსუბი), ასასეკირიუ (მ 1).
3-12: კაკიძოე (მ 9).
0-15: გოეიდო (მ 4), ტოიონოშიმა (მ 5), მიაბიამა (მ 5), ტოიოჰიბიკი (მ 6), ვაკაკოიუ (მ 8), ოკინოუმი (მ 14).

ჩემპიონი: ჰაკუჰო (მე-15)
ბრწყინვალე ასპარეზობა: არავის
მებრძოლი სული: არანი (მე-2)
მებრძოლი სული: ჰომაშო (მე-4)
ტექნიკური რიკიშიL: კაკურიუ (მე-5)
ძურიოს ჩემპიონი: მასაცუკასა (1-ელი)
მაკუშიტას ჩემპიონი: ჯუმონჯი
სანდანმეს ჩემპიონი: ტაკატოში
ჯონიდანის ჩემპიონი: ტატენო
ჯონოკუჩის ჩემპიონი: არატოში

ფოტოზე: ასე დაიბევა კოკაიმ კაჩიკოში

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული