პირველი მარცხი იგემა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), რომელსაც "რობოტმა პოლიციელმა" ტაკამისაკარიმ აჯობა. ვეტერანმა იაპონელმა სუკუინაგეს ილეთით დააგდო ქართველი, რომელსაც 1-1 ბალანსი გაუხდა. ცუდად არის 30 წლის ლევან ცაგურიას საქმე, ძურიოს დივიზიონის მე-6
დღეს კოკაი პირველი გამარჯვების მითვლას სადანოუმისთან ორთაბრძოლაში შეეცდება. ელიტაში მოასპარეზე ტოჩინოშინს კი ძალიან გამოცდილი რიკიში ვაკანოსატო გამოცდის, ყოფილი სეკივაკე ქართველს აქამდე 4-ჯერ შეხვედრია, მათ შორის ძალთა თანაფარდობაა - 2:2. გაგამარუს მეტოქე კი მე-17 მაეგაშირა კიმურაიამაა (1:2 ურთირთშეხვედრებში).
ნაცუ ბაშოზე დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ კვლავ დიდებული სუმო გვიჩვენა, მის წინააღმდეგ ვერაფერი გაახერხა პირველმა მაეგაშირა გოეიდომ. დიდმა მონღოლმა შიტადაშინაგეს ილეთი გამოიყენა გოეიდოს დასამარცხებლად. ოძეკთა შორის დაუმარცხებელი დღეისათვის მხოლოდ ესტონელი გოლიათი ბარუტოა, კოტოოშუს, ჰარუმაფუჯის და კაიოს კი თითო მოგება აქვთ.
II დღე
მაკუუჩი: ჰაკუჰო-გოეიდო (შიტადედაშინაგე), კაიო-ტოიონოშიმა (იორიკირი), ბარუტო-კაკურიუ (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ჰომაშო (იორიკირი), ტოჩიოძანი-კოტოოშუ (იორიკირი), კისენოსატო-კიტატაიკი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ამინიშიკი (ოშიდაში), არანი-ტაკეკაძე (ჰატაკიკომი), ვაკანოსატო-ოკინოუმი (კატასუკაში), ტოჩინოშინი-იოშიკაძე (იორიკირი), შოტენრო-ტამავაში (ოშიდაში), კიოკუტენჰო-ტოსაიუტაკა (იორიკირი), ასასეკირიუ-ტოჩინოვაკა (ჰატაკიკომი), ტოიოჰიბიკი-ვაკაკოიუ (ჰატაკიკომი), ტოკიტენკუ-ტოჩინონადა (ჰიკიოტოში), ტაკამისაკარი-გაგამარუ (სუკუინაგე), კაისეი-ტამანოშიმა (იორიკირი), მიაბიამა-კიმურაიამა. ძურიო: ტაკარაფუჯი-კოკაი (უვატედაშინაგე).
III დღე
მნიშვნელოვანი ბრძოლები, მაკუუჩი: ჰაკუჰო-ჰომაშო, ბარუტო-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, კოტოოშუ-კიტატაიკი, კაიო-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, კისენოსატო-კაკურიუ, ამინიშიკი-ტაკეკაძე, არანი-ტამავაში, ტოჩინოშინი-ვაკანოსატო, გაგამარუ-კიმურაიამა. ძურიო: კოკაი-სადანოუმი.