ტოჩინოშინი ორასს უმიზნებს

AutoSharing Option
ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი) გუშინდელი გამარჯვება გამოცდილ ვაკანოსატოზე კარიერაში 199-ე იყო. ასე რომ, დღეს ქართველ რიკიშისთვის 36 წლის მონღოლ კიოკუტენჰოს ძლევა საიუბილეო, მე-200 იქნება. ტოჩინოშინისთვის ნაცუ ბაშო დიდებულად დაიწყო, ის დაუმარცხებელ ექვსეულშია, რომელსაც სათავეში დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო უდგას. აი, სხვა ქართველ სუმოისტებზე იგივეს ვერ ვიტყვით.

გუშინ ტოჩინოშინს ვაკანოსატო ეჭიდავა, რიკიში, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა სუმოს იერარქიაში მესამე წოდებას - სეკივაკეობას. იაპონელმა ხერხი იხმარა და 23 წლის ქართველის ჰატაკიკომიზე დაჭერა მოინდომა, მაგრამ ტოჩინოშინმა ცაციათი იგდო ხელთ მეტოქის მავაში
და შემდეგ ვეტერანი დოჰიოდან გაიყვანა. კიოკუტენჰო მონღოლური სუმოს პიონერია იაპონიაში. მას ჩვენებური აქამდე ხუთჯერ შეხვედრია, 3:2 წინ კიოკუტენჰოა.

გაგამარუსთვის (თეიმურაზ ჯუღელი) ეს მე-5 ბაშოა უმაღლეს დივიზიონში და, თუ დროულად არ გამოფხიზლდა, დაქვეითება არ აცდება. გუშინ ჩვენებურმა კიმურაიამას ზურგი შეაქცია, რითაც იაპონელმა უმალ ისარგებლა და ოკურიდაშით გაიყვანა ქართველი დოჰიოს რკალიდან. გაგამარუს 1-2 ბალანსი აქვს და დღეს დაუმარცხებელ ტოიოჰიბიკის ხვდება. ქართველის არ იყოს, ტოიოჰიბიკიც დიდწონიანი სუმოისტია - 200-კილოიანი გაგამარუ, 170-კილოიან იაპონელს შეერკინება.

ძურიოს დივიზიონში ზედიზედ მესამე მარცხი იგემა ლევან ცაგურიამ (კოკაი). "შავი ზღვა" ამჯერად ჰატაკიკომიზე გამოიჭირეს. დღეს ჩვენებური სადანოფუჯის შეხვდება.

პუბლიკა კვლავ აღაფრთოვანა დიდმა ჩემპიონმა, ჰაკუჰომ მე-3 ორთაბრძოლა წინა ორზე უკეთ ჩაატარა და ამჯერად მე-2 მაეგაშირა ჰომაშოს 2 წამში მოუმთავრა საქმე. ოთხი ჩემპიონიდან (ოძეკი) დაუმარცხებელი მხოლოდ ბარუტო იყო და გუშინ ესტონელმაც წააგო. მას პირველმა მაეგაშირა გოეიდომ კონტრშეტევაზე აჯობა და გოლიათი თიხნარზე დაანარცხა.

III დღე
მაკუუჩი: ჰაკუჰო-ჰომაშო (იორიკირი), გოეიდო-ბარუტო (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა (იორიტაოში), კიტატაიკი-კოტოოშუ (ჰატაკიკომი), კაიო-ტოჩიოძანი (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ოკინოუმი (იორიკირი), კაკურიუ-კისენოსატო (იორიკირი), ამინიშიკი-ტაკეკაძე (ოშიდაში), ტამავაში-არანი (იორიკირი), ტოჩინოშინი-ვაკანოსატო (იორიკირი), იოშიკაძე-შოტენრო (ოშიდაში), ასასეკირიუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოსაიუტაკა-ვაკაკოიუ (ჰიკიოტოში), ტოჩინოვაკა-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-ტაკამისაკარი (იორიკირი), კიმურაიამა-გაგამარუ (ოკურიდაში), კაისეი-ტოჩინონადა (ოშიდაში), მიაბიამა-ტაკარაფუჯი (ოშიდაში). ძურიო: სადანოუმი-კოკაი (ჰატაკიკომი).
3-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 6), ასასეკირიუ (მ 9), ტოიოჰიბიკი (მ 12), კაისეი (მ 16).

IV დღე
მნიშვნელოვანი ბრძოლები, მაკუუჩი: ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კოტოოშუ-ჰომაშო, კაიო-კიტატაიკი, ბარუტო-ამინიშიკი, კისენოსატო-ტოიონოშიმა, კოტოშოგიკუ-კაკურიუ, ტაკეკაძე-ვაკანოსატო, არანი-ოკინოუმი, ტოჩინოშინი-კიოკუტენჰო, გაგამარუ-ტოიოჰიბიკი. ძურიო: კოკაი-სადანოფუჯი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული