კოკაი, ერთი დღით ელიტაში

AutoSharing Option
დღეს გამოჩნდება, რამდენად სერიოზულია მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) განაცხადი ჩემპიონობაზე. ქართველი დოჰიოზე მე-16 მაეგაშირა კაისეის წინააღმდეგ გავა.

აქამდე ამ დაპირისპირებაში უპირობო ფავორიტად ტოჩინოშინს შევრაცხავდით, მაგრამ ბრაზილიელმა კაისეიმ სუმოს მთელი სამყარო გააოცა - დებიუტანტმა აქამდე ცხრავე ორთაბრძოლა მოიგო! არც ქართველია ჯაბანი, მან უკვე დაიბევა დადებითი ბალანსი და წინსვლა რეიტინგში, მას შემდეგ, რაც მე-8 ორთაბრძოლა მოიგო.

გუშინ ლევანმა კარიერის რეკორდი დაამყარა - ტოჩინოშინს აქამდე არასოდეს ჰქონია 8-1 ბალანსი, არც მაშინ, როცა ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჩვენებური ვაკაკოიუს ხვდებოდა, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია მას.
ჯაჯგური საკმაო ხანს გაგრძელდა, ლევანმა ბევრი ძალ-ღონე შეალია იმას, რომ ვაკაკოიუ დოჰიოდან გაეყვანა. ტოჩინოშინი კაისეის კარიერაში პირველად ხვდება, რადგან მასზე გაცილებით ადრე ავიდა ელიტაში მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელზე ახალგაზრდაა.

იყოჩაღა ელიტის უმძიმესმა ფალავანმა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი) - დოჰიოს ცენტრში მისი და ყოფილი ოძეკი მიაბიამას ერთობლივი წონა 380 კილოგრამამდე იყო. გაგამარუმ ღონით აჯობა ვეტერანს და რკალს მიღმა გაიყვანა. ჩვენებურს 4-5 ბალანსი აქვს და დღეს მე-9 მაეგაშირა ტოსაიუტაკას შეერკინება (3:1 ურთიერთშეხვედრებში).

ძურიოს დივიზიონში გავარდნილი კოკაი (ლევან ცაგურია) ცუდი სტარტის შემდეგ მოყოჩაღდა - მან ჯერ ზედიზედ 5 შეხვედრა დათმო, შემდეგ კი 4-დან 3-ში იმარჯვა და კარიერის მე-400 მოგებაც იზეიმა. გუშინ ჩვენებურმა 197 სმ სიმაღლის იოშიაზუმას ბრწყინვალე ილეთი ჩაუტარა. კოკაის 3-6 ბალანსი აქვს და დღეს, დროებით, უმაღლეს დივიზიონში იჭიდავებს, "შავ ზღვას" ძირძველი მეტოქე ჰყავს - ტაკამისაკარი. კოკაი პროფესიულ კარიერაში ყველაზე მეტჯერ სწორედ "რობოტ პოლიციელ" ტაკამისაკარის შეხვედრია, მათ შორის 12:12-ია.

ნაცუ ბაშოს ორი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და კაისეი. მათ კვალში ტოჩინოშინი და ესტონელი ოძეკი ბარუტო მიყვებიან 8-8 მოგებით.

IX დღე
მაკუუჩი: ჰაკუჰო-ტაკეკაძე (ოშიდაში), ოკინოუმი-კოტოოშუ (კოტენაგე), კაკურიუ-კაიო (ოშიდაში), ბარუტო-ტოიონოშიმა (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-არანი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰომაშო (ოშიდაში), კისენოსატო-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), გოეიდო-კიტატაიკი (იორიკირი), ამინიშიკი-ვაკანოსატო (ოშიტაოში), ტამავაში-კიოკუტენჰო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ვაკაკოიუ (იორიკირი), იოშიკაძე-ასასეკირიუ (იორიკირი), ტოჩინონადა-შოტენრო (ცუკიოტოში), ტოსაიუტაკა-კიმურაიამა (იორიკირი), ტოჩინოვაკა-ტაკამისაკარი (ოშიდაში), კაისეი-ტოიოჰიბიკი (უვატენაგე), ტოკიტენკუ-ფუჯიაზუმა (ოკურიდაში), გაგამარუ-მიაბიამა (ოშიდაში); ძურიო: კოკაი-იოშიაზუმა (შიტატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაისეი (მაეგაშირა 16).
8-1: ბარუტო (ოძეკი), ტოჩინოშინი (მ 6).
7-2: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), იოშიაკძე (მ 7).
. .. 4-5: გაგამარუ (მ 14).

X დღე
მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-კისენოსატო, კაიო-ტაკეკაძე, ბარუტო-ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ-არანი, კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი, ტოიონოშიმა-გოეიდო, კაკურიუ-ჰომაშო, ამინიშიკი-ტამავაში, კიტატაიკი-ოკინოუმი, ტოჩინოშინი-კაისეი, გაგამარუ-ტოსაიუტაკა, კოკაი-ტაკამისაკარი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული