ქართველს მარცხენა ფეხის კუნთი დაზიანებული აქვს და, ალბათ, იფიქრა, რომ ეს მოგების ერთადერთი შანსი იყო. სამწუხაროდ, იაპონელმა ლევანის ჩანაფიქრი გამოიცნო, რითაც უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვებამდე საქმის მიყვანა აღარ გასჭირვებია.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე მიტაკეუმი იქნება. ნორმალურ ფორმაში მისი დამარცხება შეუძლია, მაგრამ ხვალ ეს ძალიან გაუჭირდება. ჩვენებურის ბალანსი 4 მოგება და 5 მარცხია.