ქართველი სუმოისტი ლევან გორგარძე, იგივე ტოჩინოშინი დღეს, 20 ნოემბერს, კიუშუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს მე-3 მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდა და მეტოქეიორიკირის ილეთით დაამარცხა.
შერკინების სტარტი ქართველისთვის ცუდი გამოდგა. მოწინააღმდეგემ კარგად ჩააავლო და ტოჩი ტავარასთან მიიყვანა, მაგრამ საბოლოოდ ქართველმა მაინც მოახერხა გამარჯვება და აქტივში მე-7 მოგებაც ჩაითვალა.
ლევანს 6 მარცხის წილ 7 მოგება აქვს და კაჩი კოშის დასაფიქსირებლად 1 მოგება აკლია. ტოჩის მომდევნო მეტოქე კაისეი იქნება.