ქართველთაგან ყველაზე მაღალი რანგის რიკიში ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დიდ გასაჭირშია - მას სულ დარჩეულ რიკიშებთან უწევს ასპარეზობა, მაგრამ თავისი უდისციპლინობით და კლუბის ხელმძღვანელის მეტისმეტად მკაცრი განაჩენის გამო, უვარჯიშებელია.
გუშინ მან ზედიზედ მესამე ოძეკისთან წააგო ბულგარელ გოლიათ კოტოოშუსთან. დღეს კი სუმოს სამყაროში ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ელის - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, რომელსაც ფორმის პიკზე მყოფიც
გაგამარუმ სეკივაკე კაკურიუსთან წააგო. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება 199-კილოიანმა სუმოისტმა ოშიდაშით წააგოს (პირდაპირი, რიტმული მიწოლით), მაგრამ ფაქტია - ქართველმა ზუსტად ასე დათმო ორთაბრძოლა. დღეს გაგამარუ მე-5 მაეგაშირა იოშიკაძეს გაეჯიბრება.
სამივე ბრძოლა წააგო კოკაიმ (ლევან ცაგურია). "შავი ზღვა" დღეს მე-11 მაეგაშირა ტოიოჰიბიკის გაეჯიბრება.
III დღე: ჰაკუჰო-გოეიდო (უვატენაგე), კოტოოშუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰომაშო (ცუკიოტოში), ოკინოუმი-ბარუტო (იორიკირი), კიოკუტენჰო-ჰარუმაფუჯი (კიმეტაოში), კისენოსატო-ტოიონოშიმა (ცუკიდაში), კაკურიუ-გაგამარუ (ოშიდაში), ტოჩინოვაკა-არანი (იორიკირი), ტოჩიოძანი-იოშიკაძე (ოშიდაში), ამინიშიკი-კიტატაიკი (ჰიკიოტოში), ტაკეკაძე-მიაბიამა (ოკურიტაოში), ტაკაიასუ-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ვაკანოსატო-კოკაი (უვატენაგე), ვაკაკოიუ-ფუჯიაზუმა (ჰიკიოტოში), ტამავაში-ტოიოჰიბიკი (ცუკიოტოში), მიოგირიუ-ტაკარაფუჯი (ოშიდაში), დაიდო-ასასეკირიუ (კატასუკაში), საგაცუკასა-კაისეი (ოშიდაში), შოჰოზანი-ცურუგიდაკე (ცუკიდაში), სადანოფუჯი-კიმურაიამა (ცუკიდაში), ბუშუიამა-აოიამა (ჰიკიოტოში).
IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩინოშინი, კოტოშოგიკუ-კიოკუტენჰო, ბარუტო-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-არანი, კოტოოშუ-ოკინოუმი, კაკურიუ-ტოიონოშიმა, კისენოსატო-ჰომაშო, გაგამარუ-იოშიკაძე, ტოჩიოძანი-ამინიშიკი, ტოჩინოვაკა-მიაბიამა, კოკაი-ტოიოჰიბიკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"