ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მონღოლის მთავარმა კონკურენტმა კოტოშოგიკუმ პირველი მარცხი იწვნია, მას ესტონელმა ჩემპიონმა ბარუტომ აჯობა.
ქართველებზე კარგი სიახლე, სამწუხაროდ, არა გვაქვს - გუშინ გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი) გაიფორმა უარყოფითი ბალანსი (რაც დაქვეითების აუცილებელი წინაპირობაა). 199-კილოიანი ქართველი ელიტის უმძიმესი ფალავანია, ხოლო ოძეკი ჰარუმაფუჯი 128 კილოგრამს იწონის და ის ელიტაში ყველაზე მსუბუქია.
მიუხედავად ამისა, ზედმეტმა 71 კილოგრამმა ვერ უშველა ქართველს - "მზიურმა ცხენმა" ცაციათი შეძლო გაგამარუს მავაში მოგდება, შემდეგ მონღოლი
ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მეტოქე კისენოსატო ოძეკის ტიტულისთვის იბრძვის. იაპონელს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ქართველის კიდემდე მისაყვანად, შემდეგ ლევანის შიტატენაგე მოიგერია და ის დოჰიოდან გაიყვანა. დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბი ტოიონოშიმაა. კოკაიმ (ლევან ცაგურია) იოშიკაძესთან წააგო და დღეს ამინიშიკის ხვდება.
X დღე: ჰაკუჰო-კაკურიუ (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-გაგამარუ (უვატედაშინაგე), კოტოოშუ-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ბარუტო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კისენოსატო-ტოჩინოშინი (იორიკირი), კიოკუტენჰო-ჰომაშო (სუკუინაგე), ტოიონოშიმა-არანი (იორიკირი), გოეიდო-ოკინოუმი (უვატენაგე), ვაკაკოიუ-ტოჩიოძანი (ოშიდაში), იოშიკაძე-კოკაი (ჰატაკიკომი), კიტატაიკი-ტაკაიასუ (იორიკირი), მიაბიამა-კაისეი (ჰატაკიკომი), ფუჯიაზუმა-ამინიშიკი (იორიკირი),მიოგირიუ-ტაკეკაძე (ოშიდაში), დაიდო-ტოკიტენკუ (უვატენაგე), ტოიოჰიბიკი-აოიამა (ოშიდაში), საგაცუკასა-კიმურაიამა (ოშიდაში), ასასეკირიუ-ცურუგიდაკე (ჰატაკიკომი), შოჰოზანი-ტამავაში (უვატედაშინაგე), სადანოფუჯი-ტაკარაფუჯი (ოშიდაში).
სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
9-1: კოტოშოგიკუ (ოძეკი).
8-2: კისენოსატო (სეკივაკე), ვაკაკოიუ (მაეგაშირა 9)... 2-8: გაგამარუ (მ 2)... 1-9: ტოჩინოშინი (მ 2), კოკაი (მ 10).
XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კისენოსატო, კოტოოშუ-ჰომაშო, კოტოშოგიკუ-ტოჩინოვაკა, ბარუტო-გაგამარუ, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, ტოიონოშიმა-ტოჩინოშინი, ოკინოუმი-არანი, გოეიდო-ტოჩიოძანი, კიოკუტენჰო-კიტატაიკი, იოშიკაძე-ფუჯიაზუმა, კოკაი-ამინიშიკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"