აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირობამდე დაქვეითებულმა ტოჩინოშინმა ელიტაში 150-ე გამარჯვება იზეიმა. 24 წლის გორგაძემ დაიდოს შიტატენაგეს ილეთი მისთვის მოუხერხებელი მარჯვენა ხელით გაუკეთა (ქართველი ცაციაა). 199-კილოიანმა გაგამარუმ კი წააგო, მას მონღოლმა ტოკიტენკუმ აჯობა. ტოჩინოშინი და გაგამარუ პირველად ერთმანეთს შარშანდელ იანვრის ბაშოზე შეხვდნენ, მაშინ ლევანმა შიტატენაგეს ილეთით იმარჯვა.
კარიერაში მეორედ გავარდა ელიტიდან ქართული სუმოს
ბაშოზე ერთადერთი სენსაცია დაფიქსირდა - ოძეკი კოტოშოგიკუმ ტაკეკაძესთან წააგო, რომლის სიმაღლეც მხოლოდ 172 სანტიმეტრია. დანარჩენმა ფავორიტებმა, და მათ შორის დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ, სუპერტურნირი მოგებით დაიწყეს.
I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ვაკაკოიუ (ჰიკიოტოში), ბარუტო-მიაბიამა (ოშიდაში), ტაკეკაძე-კოტოშოგიკუ (კატასუკაში), კოტოოშუ-ამინიშიკი (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი (შიტატენაგე), კისენოსატო-გოეიდო (ცუკიდაში), კაკურიუ-კიტატაიკი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-ტაკაიასუ (სოტოგაკე), ჰომაშო-ტოჩინოვაკა (ცუკიოტოში), იოშიკაძე-მიოგირიუ (ჰიკიოტოში), ტოჩინოშინი-დაიდო (შიტატენაგე), ტოკიტენკუ-გაგამარუ (უჩიმუსო). ძურიო: ცურუგიდაკე-კოკაი (ოშიდაში).
შენიშვნა: წყვილში პირველი გამარჯვებული სუმოისტია, ფრჩხილებში - გამარჯვების მომტანი ილეთი.
II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-ვაკაკოიუ, კოტოოშუ-მიაბიამა, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, კისენოსატო-ამინიშიკი, ბარუტო-ოკინოუმი, კაკურიუ-გოეიდო, კიტატაიკი-ტაკაიასუ, ტოჩინოვაკა-მიოგირიუ, ტოიოჰიბიკი-ჰომაშო, ტოჩინოშინი-გაგამარუ. ძურიო: კოკაი-მასუნოიამა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"