გუშინ ჩვენმა მძიმეწონოსანმა მალევე მოუმთავრა საქმე 197-სანტიმეტრიან იაპონელ გოლიათ იოშიაზუმას. აი, ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) კი გაუჭირდა - ის თითქმის 2 წუთის განმავლობაში იცავდა თავს სადანოფუჯის შემოტევებისგან, ბოლოს უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, ყელიდან ხელი გააშვებინა მეტოქეს და ჯიქურ შეუტია. ტოჩინოშინის ბალანსი 2-2-ია. ჰაცუ ბაშოზე 6 რიკიშია დაუმარცხებელი, მათ შორის დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო.
ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაიმ (ლევან ცაგურია) გამოცდილ ვაკანოსატოსთან წააგო
IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ოკინოუმი (შიტატედაშინაგე), ჰარუმაფუჯი-ტაკეკაძე (იორიკირი), ტოიონოშიმა-კისენოსატო (ოშიდაში), ბარუტო-ვაკაკოიუ (ოკუნიტაოში), ამინიშიკი-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კოტოოშუ-გოეიდო (ცუკიტაოში), კაკურიუ-მიაბიამა (იორიკირი), ტაკაიასუ-ჰომაშო (ოშიდაში), ტოჩინოვაკა-კიტატაიკი (ცუკიოტოში), არანი-ტოიოჰიბიკი (ჰატაკიკომი), ტოჩინოშინი-სადანოფუჯი (იორიკირი), გაგამარუ-იოშიაზუმა (იორიკირი). ძურიო: ვაკანოსატო-კოკაი (უვატეჰინერი).
სატურნირო მდგომარეობა
4-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), კაკურიუ (სეკივაკე), ასასეკირიუ (მაეგაშირა 15)... 3-1: გაგამარუ (მ 10)... 2-2: ტოჩინოშინი (მ 9).
V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-მიაბიამა, კისენოსატო-კაკურიუ, ბარუტო-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-გოეიდო, კოტოოშუ-ოკინოუმი, ჰარუმაფუჯი-კიტატაიკი, ტოიონოშიმა-ვაკაკოიუ, ამინიშიკი-ტაკაიასუ, ჰომაშო-მიოგირიუ, ტოჩინოვაკა-ტოიოჰიბიკი, გაგამარუ-ტოსაიუტაკა, ტოჩინოშინი-შოჰოზანი. ძურიო: კოკაი-ჰოჩიამა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"