განსაკუთრებით კარგ ფორმაში ჩანს ელიტის უმძიმესი რიკიში გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ორ-ცენტნერიანმა ქართველმა სამ წამში დაამარცხა ტოსაიუტაკა, რომელიც მაყურებელთა დარბაზში მოისროლა. გაგამარუს 4-1 ბალანსი აქვს. გუშინ ტოჩინოშინმაც (ლევან გორგაძე), რომელსაც კვლავ გაუჭირდა და ჯერ მეტოქის, შოჰოზანის შეტევების შეჩერება მოუხდა, შემდეგ კი ჩაავლო მეტოქის მავაშის ცაცია და იორიკირი შეასრულა. ტოჩინოშინს 3-2 ბალანსი აქვს.
იანვრის ბაშოს
სამწუხაროდ, ცუდად წაუვიდა საქმეები ძურიოს დივიზიონში გავარდნილ კოკაის (ლევან ცაგურია), გუშინ მან ჰოჩიამასთან წააგო და ბალანსი უარყოფითი გაუხდა - 2-3.
V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-მიაბიამა (ცუკიოტოში), კისენოსატო-კაკურიუ (ოშიდაში), ბარუტო-ტაკეკაძე (ოშიდაში), გოეიდო-კოტოშოგიკუ (უვატეჰინერი), კოტოოშუ-ოკინოუმი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კიტატაიკი (იორიკირი), ტოიონოშიმა-ვაკაკოიუ (იორიკირი), ამინიშიკი-ტაკაიასუ (ოშიტაოში), მიოგირიუ-ჰომაშო (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ტოჩინოშინი-შოჰოზანი (იორიკირი), გაგამარუ-ტოსაიუტაკა (ოშიტაოში). ძურიო: ჰოჩიამა-კოკაი (იორიკირი).
სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი); 4-1: გაგამარუ (მ 10)... 3-2: ტოჩინოშინი (მ 9).
VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-გოეიდო, ბარუტო-ამინიშიკი, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, კოტოოშუ-ვაკაკოიუ, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, კისენოსატო-ტაკეკაძე, კიტატაიკი-მიაბიამა, ტაკაიასუ-ოკინოუმი, ტოჩინოვაკა-იოშიკაძე, ჰომაშო-კიოკუტენჰო, გაგამარუ-ჩიონოკუნი, ტოჩინოშინი-ფუჯიაზუმა. ძურიო: კოკაი-ტამავაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"