ქართველი სუმოისტები წყვილად იგებენ და წყვილადვე აგებენ

AutoSharing Option
ელიტაში მოჭიდავე ქართველები წყვილად იგებენ და წყვილადვე აგებენ. საბედნიეროდ, პირველი უფრო ხშირია, ამიტომაც ჩვენებურები თავს სოლიდური ბალანსით (6-3) იწონებენ.

შაბათს ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) თიხნარზე ლურსმანივით ჩაარჭო 197-სანტიმეტრიანი იოშიაზუმა, ხოლო გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) დოჰიოდან 167-სანტიმეტრიანი საგაცუკასა გააგდო. კვირას ტოჩინოშინმა ვერ გაუძლო ბულგარელი აოიამას შემოტევას, ხოლო გაგამარუს შეტევაში კონტრილეთი გამოეპარა იოშიკაძესთან.

გუშინ ისევ ორივემ მოიგო: ტოჩინოშინმა მისთვის ხელსაყრელი დგომი მიიღო მე-5 მაეგაშირა ტოიოჰიბიკისთან ორთაბრძოლაში და ცაციით იორიკირი განახორციელა. გაგამარუმ აოიამას იორიკირითვე სძლია. ძურიოს დივიზიონში მოჭიდავე კოკაის (ლევან ცაგურია) 4-5 ბალანსი აქვს.

VII
დღე
(მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კიტატაიკი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტაკაიასუ (ოშიდაში), ჰომაშო-კოტოოშუ (ოშიდაში), გოეიდო-ჰარუმაფუჯი (შიტატენაგე), კისენოსატო-ვაკაკოიუ (ცუკიოტოში), ბარუტო-კაკურიუ (იორიკირი), მიაბიამა-ტოიონოშიმა (ჰატაკიკომი), ამინიშიკი-ტაკეკაძე (ჰიკიოტოში), ტოჩინოვაკა-ოკინოუმი (იორიკირი), მიოგირიუ-შოჰოზანი (ცუკიდაში), ტოჩინოშინი-იოშიაზუმა (შიტატენაგე), გაგამარუ-საგაცუკასა (ოშიტაოში). ძურიო: კოტოიუკი-კოკაი (ჰიკიოტოში).

VIII დღე
(მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტაკაიასუ (ჰატაკიკომი), კოტოოშუ-ტოიონოშიმა (შიტატენაგე), ჰარუმაფუჯი-ჰომაშო (ჰატაკიკომი), კისენოსატო-ოკინოუმი (შიტატედაშინაგე), ბარუტო-კიტატაიკი (უვატენაგე), მიაბიამა-კოტოშოგიკუ (ჰატაკიკომი), ვაკაკოიუ-კაკურიუ (ცუკიოტოში), ამინიშიკი-გოეიდო (იორიკირი), ტოჩინოვაკა-ტაკეკაძე (იორიკირი), ტოიოჰიბიკი-შოჰოზანი (უვატენაგე), იოშიკაძე-გაგამარუ (შიტატენაგე), აოიამა-ტოჩინოშინი (იორიტაოში). ძურიო: კოკაი-ტაკარაფუჯი (იორიკირი).

IX დღე
(მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი- კოტოოშუ (ოშიდაში), კისენოსატო-ჰომაშო (იორიკირი), ბარუტო-ტაკაიასუ (ცუკიდაში), კოტოშოგიკუ-კიტატაიკი (ცუკიოტოში), კაკურიუ-ტაკეკაძე (კოტენაგე), ვაკაკოიუ-მიაბიამა (ჰატაკიკომი), ოკინოუმი-ამინიშიკი (ცუკიოტოში), გოეიდო- ტოჩინოვაკა (შიტატენაგე), ტოჩიოძანი-მიოგირიუ (კატასუკაში), ტოჩინოშინი-ტოიოჰიბიკი (იორიკირი), გაგამარუ-აოიამა (იორიკირი). ძურიო: კოკაი-ჰომარეფუჯი (ჰატაკიკომი).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი).
8-1: კისენოსატო (ოძეკი)... 6-3: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 9), გაგამარუ (მ 10).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაკურიუ, კისენოსატო-კოტოშიკუ, ბარუტო-ტოიონოშიმა, კოტოოშუ-კიტატაიკი, ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, ვაკაკოიუ-ამინიშიკი, მიაბიამა-ტაკეკაძე, ოკინოუმი-გოეიდო, ტოჩინოვაკა-კიოკუტენჰო, ჰომაშო-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-მიოგირიუ, გაგამარუ-არანი. ძურიო: კოკაი-ჰოკუტოკუნი.

Sportall.Ge

სანდანმეს დივიზიონში 83-კილოიანი ოჰარა (მარცხნივ) 273-კილოიან ორორას დაეჭიდა. სუმოისტებს შორის წონაში სხვაობა 190 კილოგრამი იყო! შეცდებით თუ ჩათვლით, რომ გოლიათმა მოიგო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული