გაგამარუმ ოსი არანი დაამარცხა

AutoSharing Option
თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) ერთი მოგებაღა აშორებს იანვრის ბაშოზე დადებითი ბალანსის და შესაბამისად, წინსვლის დასაბევებლად.

გუშინ ელიტის ყველაზე მძიმეწონიანმა სუმოისტმა ოს არანს მოუგო. ტოკიოში თბილისურ-ვლადიკავკაზური დაპირისპირება ბევრს აინტერესებდა, თუმცა უფრო თანაბარ ბრძოლას ელოდნენ - ქართველი მარჯვენა ხელით ყელში სწვდა მეტოქეს (ნოდოვა) და ორ-სამ წამში გაიყვანა მრგვალი დოჰიოდან. მიზნის მიღწევა გაგამარუს დღესვე შეუძლია, თუკი ბრაზილიელ კაისეის დაამარცხებს.

სამწუხაროდ, ელიტის მეორე ჩვენებურმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) წააგო. ქართველმა გადაწყვიტა მიოგირიუსთან სასტარტო დაჯახება თავიდან აეცილებინა, მაგრამ ვერ შეძლო მისი მავაშის ხელში ჩაგდება. ამის მერე ინიციატივა
სულ მიოგირიუს ჰქონდა, ბოლოს კი სუკუინაგეს ილეთით ძირს დააგდო ტოჩინოშინი. ლევანს 6-4 ბალანსი აქვს და დღეს მონღოლური სუმოს ერთ-ერთ პიონერ კიოკუტენჰოს ხვდება.

გუშინ ბაშოს ორი მესამედი მიილია და ერთი ღირშესანიშნავი ამბავიც მოხდა - პირველად წააგო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ. მან მონღოლურ დერბიში წერო-დრაკონ კაკურიუსთან წაიფორხილა. კაკურიუ აქამდე 20-ჯერ შეხვედრია ჰაკუჰოს, ბევრიც უბრძოლია, თუმცა ყველა შეხვედრა წაეგო. მისმა მონდომებამ, როგორც იქნა, შედეგი გამოიღო. ბაშოს კი 10-0 ბალანსით თავში ერთპიროვნულად ესტონელი ბარუტო მოექცა.

ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაიმ (ლევან ცაგურია) გამოასწორა ბალანსი - 5-5.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ჰაკუჰო (იორიკირი), კისენოსატო-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), ბარუტო-ტოიონოშიმა (უვატენაგე), კოტოოშუ-კიტატაიკი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (იორიკირი), ამინიშიკი-ვაკაკოიუ (ოშიდაში), მიაბიამა-ტაკეკაძე (ოკურიდაში), ოკინოუმი-გოეიდო (შიტატენაგე), კიოკუტენჰო-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ჰომაშო-იოშიკაძე (ოშიდაში), მიოგირიუ-ტოჩინოშინი (სუკუინაგე), გაგამარუ-არანი (ოშიდაში). ძურიო: კოკაი-ჰოკუტოკუნი (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
10-0: ბარუტო (ოძეკი)
9-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი).
8-2: კოტოოშუ (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 8), ჩიონოკუნი (მ 13)... 7-3: გაგამარუ (მ 10)... 6-4: ტოჩინოშინი (მ 9).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კისენოსატო, ბარუტო-ჰარუმაფუჯი, კოტოშოგიკუ-ჰომაშო, კოტოოშუ-კაკურიუ, ტოიონოშიმა-ტაკეკაძე, მიაბიამა-ამინიშიკი, ოკინოუმი-ვაკაკოიუ, გოეიდო-კიტატაიკი, მიოგირიუ-ტაკაიასუ, ტოჩინოვაკა-აოიამა, ტოჩინოშინი-კიოკუტენჰო, გაგამარუ-კაისეი. ძურიო: კოკაი-ოივატო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული