სხვათა შორის, დღეს ბარუტო ბულგარელ ოძეკი კოტოოშუს ხვდება, სწორედ იმას, ვინც ევროპელთაგან პირველმა მოიგო იმპერატორის თასი.
მეორე ადგილზე 10-3 ბალანსით ერთბაშად 6 რიკიშია. სასიხარულოა, რომ დიდ ჩემპიონსა და სამ ოძეკისთან ერთად სიაში გაგამარუა
თუკი დარჩენილ ორ ორთაბრძოლასაც მოიგებს, ჩვენებურ რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდება. შეგახსენებთ, რომ ახლა გაგამარუ მე-10 მაეგაშირაა.
გუშინ დადებითი ბალანსი დაიბევა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე). ჩვენებურმა გადამწყვეტი, მე-8 მოგება ჩიონოკუნისთან ორთაბრძოლაში მოიპოვა.
სამწუხაროდ, ძურიოს დივიზიონში დამარცხდა კოკაი (ლევან ცაგურია) და კვლავ უარყოფითი ბალანსი გაუხდა - 6-7. "შავ ზღვას" ორივე დარჩენილი მატჩის მოგება სჭირდება.
XIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კოტოოშუ-ჰაკუჰო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-მიაბიამა (იორიკირი), კისენოსატო-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ბარუტო-კოტოშოგიკუ (შიტატენაგე), კაკურიუ-ამინიშიკი (ჰატაკიკომი), ტოიონოშიმა-გოეიდო (უვატედაშინაგე), ვაკაკოიუ-ტაკაიასუ (ოშიდაში), ოკინოუმი-ტაკეკაძე (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-კიტატაიკი (იორიკირი), ჰომაშო-ტოსაიუტაკა (იორიკირი), ტოჩინოშინი-ჩიონოკუნი (იორიკირი), გაგამარუ-ფუჯიაზუმა (ჰატაკიკომი). ძურიო: ბუშუიამა-კოკაი (იორიკირი).
სატურნირო მდგომარეობა
13-0: ბარუტო (ოძეკი).
10-3: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 8), გაგამარუ (მ 10)... 8-5: ტოჩინოშინი (მ 9).
XIV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, ბარუტო-კოტოოშუ, ტოიონოშიმა-ამინიშიკი, კაკურიუ-ტაკაიასუ, კიტატაიკი-ვაკაკოიუ, მიაბიამა-ოკინოუმი, ტაკეკაძე-გოეიდო, ტოჩინოვაკა-ტაკანოიამა, ჰომაშო-აოიამა, გაგამარუ-ტოიოჰიბიკი, ტოჩინოშინი-ნიონოუმი. ძურიო: კოკაი-მასურაუმი.
ფოტოზე: ესტონელის საჩემპიონო გდება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"