სუმოს ექსპერტთა აზრი საბოლოო არ არის, ხანდახან ასოციაციამ შეიძლება სულ სხვა დადგენილება მიიღოს, მაგრამ ძალიან დიდი შანსია, რომ კომუსუბის ორ გამოთავისუფლებულ ტიტულს ტოჩიოძანი და გაგამარუ მიიღებენ.
კომუსუბი სუმოს იერარქიაში მესამე რანგია იოკოძუნას (დიდი ჩემპიონი), ოძეკის (ჩემპიონი) და სეკივაკეს შემდეგ. ეს ტიტული სხვა ქართველებს უკვე უტარებიათ, მაგრამ გაგამარუს
პრესტიჟის გარდა, კომუსუბი რიგით მაეგაშირაზე ბევრად მეტ ხელფასს იღებს, თუმცა ამ ტიტულის შენარჩუნება ძალიან ძნელია, რადგან კომუსუბის აბსოლუტურად ყველა საუკეთესო რიკიშისთან უწევს ბრძოლა.
გაგამარუსთვის მე-10 მაეგაშირობიდან კომუსუბის ტიტულის მოპოვება გმირობის ტოლფასი იქნება. შეგახსენებთ, რომ მან იანვრის ბაშოზე პირადი რეკორდი დაამყარა 12-3 ბალანსით, ვიცე-ჩემპიონობა დი ჩემპიონ ჰაკუჰოსთან ერთად გაიყო და მებრძოლი სულის პრიზიც დაიმსახურა.
მე-9 მაეგაშირა ტოჩინოშინმა სუპერტურნირი 10-5 ბალანსით დაასრულა. მართალია, ის ვერ გახდება კომუსუბი, მაგრამ აუცილებლად ერთ-ერთი მოწინავე მაეგაშირა იქნება (სავარაუდოდ, მე-2 მაეგაშირა). კოკაიმ ძურიოს დივიზიონი მინიმალური უარყოფითი ბალანსით დაასრულა (7-8), ის ძურიოს დივიზიონის არიერგარდში გადავარდება.
არადა, "შავი ზღვა" კარგად ასპარეზობდა, მაგრამ მე-11 დღეს მუხლი დაიშავა და ბოლო 4 ორთაბრძოლა ფაქტობრივად ცალი ფეხით ჩაატარა (1 მოიგო, 3 წააგო). მარტის ბაშო ქალაქ ოსაკაში, 11-25 რიცხვებში გაიმართება.
ქართველთა სტატისტიკა
ტოჩინოშინი
(24 წლის, 192 სმ, 159 კგ)
კარიერის რეკორდი
35 ბაშო
234 მოგება, 196 წაგება
ელიტაში
22 ბაშო
159 მოგება, 171 წაგება
ტიტულები: 2 ვიცე-ჩემპიონობა, 3 მებრძოლი სულის პრიზი
გაგამარუ
(24 წლის, 185 სმ, 199 კგ)
კარიერის რეკორდი
37 ბაშო
205 მოგება, 151 წაგება
ელიტაში
9 ბაშო
67 მოგება, 68 წაგება
ტიტულები: 1 ვიცე-ჩემპიონობა, 2 მებრძოლი სულის პრიზი
კოკაი
(30 წლის, 189 სმ, 165 კგ)
კარიერის რეკორდი
64 ბაშო
430 მოგება, 427 წაგება
ელიტაში
45 ბაშო
312 მოგება, 362 წაგება
ტიტულები: 1 ვიცე-ჩემპიონობა, 2 მებრძოლი სულის პრიზი, 2 კინბოში (იოკოძუნას დამარცხება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"