ასე დაუფასდა ჩვენებურს იანვრის ბაშოს ტრიუმფი: 12-3 ბალანსი, "მებრძოლი სულის" პრიზი და ვიცე-ჩემპიონობა.
არადა, გაგამარუ დასავლეთის მე-10 მაეგაშირა იყო, ეს კი სასწაულებრივი ნახტომია კარიერაში. ქართველი, რომელიც 199 კილოგრამს იწონის და ელიტაში ყველაზე მძიმეა, არასოდეს ყოფილა აქამდე მე-3 მაეგაშირაზე მაღალი რანგის რიკიში. გაგამარუს საამისოდ უმაღლეს დივიზიონში 10 ბაშოს გამართვა დასჭირდა. 67-68
ახალ ბანძუკეში ყველაზე დიდი სიახლე სწორედ გაგამარუს დაწინაურებაა. ჩვენებურმა თანამემამულეების, ლევან ცაგურიას (კოკაი) და ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) მიღწევები გაიმეორა.
ახლა სუმოს სამყაროში გაგამარუს წინ მხოლოდ 8 სუმოისტია: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, ჩემპიონები ბარუტო, ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ, კისენოსატო, სეკივაკეები კაკურიუ და ამინიშიკი.
წინ წაიწია რეიტინგში 24 წლის ტოჩინოშინმაც. ლევანმაც ბრწყინვალედ იასპარეზა იანვარში (10-5). შედეგად, ის მე-9 მაეგაშირობიდან მე-3 მაეგაშირობამდე დააწინაურეს.
კოკაი ძურიოს დივიზიონში ასპარეზობს. წინა ბაშო მისთვის უარყოფითი ბალანსით დასრულდა (7-8), მაგრამ "შავი ზღვა" დიდად არ დაქვეითებულა: იყო ძურიოს მე-4 რიკიში, გახდა - მე-5. მაკუუჩის დივიზიონში მხოლოდ ერთი დებიუტანტია - იკიოი.
მარტის ბაშო (ჰარუ ბაშო) ოსაკაში 11 მარტს დაიწყება და 25-ში დასრულდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"