ამ ბაშოს დიდი იმედებით ვხვდებით. ჩვენი ორი სუმოისტი საკმაოდ მაღალი რანგისაა - თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) კომუსუბია, ხოლო ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - მე-3 მაეგაშირა. სამწუხაროდ, მათი სტარტი მარცხიანი გამოდგა.
გაგამარუს დებიუტი კომუსუბის რანგში იმპერატორის თასის მფლობელ ბარუტოსთან შედგა. ესტონელმა გოლიათმა ქართველი კოლეგა მარჯვენა ხელით შესრულებული ილეთით (უვატენაგე) დასცა.
ლევან გორგაძე სეკივაკე ამინიშიკის ხვდებოდა. ჩვენებურს და "მატადორს" ორჯერ მოუწია რკენა - პირველი ორთაბრძოლა ისე
თუმცა კარგი ცნობაც გვაქვს ოსაკადან - ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია (კოკაი), რომელიც ბაშოს დაწყების წინა დღეს 31 წლის გახდა, იოლად გაუმკლავდა იოშიაზუმას ძურიოს დივიზიონში.
I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩიოაძანი (ცუკიოტოში), ბარუტო-გაგამარუ (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ (უვატენაგე), ტოჩინოვაკა-კისენოსატო (ოშიტაოში), კოტოოშუ-ტოკიტენკუ (იორიკირი), კოტოშოგიკუ-იოშიკაძე (იორიკირი), კაკურიუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ამინიშიკი-ტოჩინოშინი (სუკუინაგე), არანი-ტოიონოშიმა (იორიკირი), ჰომაშო-ვაკაკოიუ (ოშიდაში). ძურიო: კოკაი-იოშიაზუმა (ოშიდაში).
II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰომაშო-მიოგირიუ, გაგამარუ-ჰარუმაფუჯი, კისენოსატო-ტოჩიოძანი, კოტოოშუ-ტოჩინოვაკა, კოტოშოგიკუ-ტოკიტენკუ, ბარუტო-იოშიკაძე, ამინიშიკი-კიოკუტენჰო, ტოჩინოშინი-კაკურიუ, არანი-შოჰოზანი, ტოიონოშიმა-გოეიდო. ძურიო: კოკაი-საგაცუკასა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"