ორივე ჩვენებური იმდენად დაწინაურდა რეიტინგში, რომ მხოლოდ ნარჩევ რიკიშებთან აქვთ საქმე. ახლა ქართველ სუმოისტთა მთავარი ამოცანა ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულებაა. ოსაკას ტურნირის სტარტმა გვიჩვენა, რომ ამის მიღწევა მათ ძალზე გაუჭირდებათ.
12 მარტს აღმოსავლეთის კომუსუბი გაგამარუ მონღოლ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის დაეჭიდა (ადრე მას ყველა ამ წოდებით იცნობდა). ქართველის 70-კილოიანი უპირატესობა აზიელმა ყელში წვდომით გაანეიტრალა, შემდეგ სწრაფად გადახტა მარცხნივ, მოიგდო მეტოქის მავაში და ელვის უსწრაფესად
ტოჩინოშინი სეკივაკე კაკურიუს ხვდებოდა. იაპონელმა ცაციით დაიჭირა ქართველის მავაში, დაატრიალა ის და ლამაზად შეასრულა უვატენაგე.
ორივე ჩვენებურს 0-2 ბალანსი აქვს. დღეს თეიმურაზი კაკურიუს შეხვდება, ხოლო ტოჩინოშინი ოს არანს.
ძურიოს დივიზიონში ზედიზედ მეორედ იმარჯვა კოკაიმ (ლევან ცაგურია).
II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-მიოგირიუ (ოშიტაოში), ჰარუმაფუჯი-გაგამარუ (უვატედაშინაგე), ტოჩიოძანი-კისენოსატო (ოშიდაში), კოტოოშუ-ტოჩინოვაკა (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოკიტენკუ (იორიკირი), ბარუტო-იოშიკაძე (ცურიდაში), ამინიშიკი-კიოკუტენჰო (იორიკირი), კაკურიუ-ტოჩინოშინი (უვატენაგე), შოჰოზანი-არანი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-გოეიდო (ცუკიოტოში). ძურიო: კოკაი-საგაცუკასა (ჰატაკიკომი).
III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოჩინოვაკა, კისენოსატო-იოშიკაძე, კოტოოშუ-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, ბარუტო-მიოგირიუ, ჰარუმაფუჯი-ტოკიტენკუ, გაგამარუ-კაკურიუ, კიოკუტენჰო-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-არანი, ვაკაკოიუ-შოჰოზანი. ძურიო: კოკაი-ტამაასუკა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"