13 მარტს ის სეკივაკე კაკურიუს ეჭიდავა. იაპონელმა ორივე ხელით ჩაჭიდა ჩვენებურს მავაშში და ცაციით შიტატენაგეს ილეთი განახორციელა. დღეს ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტი ახალგამომცხვარ ოძეკის, კისენოსატოს დაეჭიდება.
პირველი შეხვედრა მოიგო ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), მან ოსი რიკიში არანი დაამარცხა. თავიდან ოსმა შეუტია და ქართველი დოჰიოს კიდემდე მიიყვანა, მაგრამ ლევანმა მოასწრო ცაციით მოგვერდის შესრულება. ტოჩინოშინს 1-2 ბალანსი აქვს და 14 მარტს ვაკაკოიუს ხვდება. ძურიოს
III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩინოვაკა (უვატენაგე), კისენოსატო-იოშიკაძე (ცუკიდაში), ტოჩიოძანი-კოტოოშუ (ცუკიოტოში), ამინიშიკი-კოტოშოგიკუ (კატასუკაში), ბარუტო-მიოგირიუ (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), კაკურიუ-გაგამარუ (შიტატენაგე), ტოიონოშიმა-კიოკუტენჰო (სუკუინაგე), ტოჩინოშინი-არანი (უვატენაგე), შოჰოზანი-ვაკაკოიუ (ოშიდაში). ძურიო: ტამაასუკა-კოკაი (იორიკირი).
IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოკიტენკუ, კოტოოშუ-მიოგირიუ, კოტოშოგიკუ-კიოკუტენჰო, ბარუტო-კაკურიუ, ჰარუმაფუჯი-ტოჩინოვაკა, გაგამარუ-კისენოსატო, ამინიშიკი-ტოჩიოძანი, არანი-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-ვაკაკოიუ, ტოიონოშიმა-შოჰოზანი. ძურიო: კოკაი-ტოსაიუტაკა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"