გაზაფხულის ბაშოს მე-4 დღეს სამივე ქართველმა წააგო

AutoSharing Option
14 მარტს ოსაკაში, გაზაფხულის ბაშოს მე-4 დღეს სამივე ქართველმა წააგო. თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) ჯერაც არ მოუგია კომუსუბის რანგში, სუმოს ელიტის უმძიმესმა ფალავანმა კისენოსატოსთან წააგო.

ქართველი ჩინებულად მიაწვა მეტოქეს, მაგრამ "იშვიათმა ტალანტმა" კონტრშეტევაზე გამოიჭირა ჩვენებური. დღეს გაგამარუს დიდი გამოცდა ელის - მის წინააღმდეგ დოჰიოზე თვით დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო დადგება.

ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ვერაფერი გაახერხა ვაკაკოიუს ცუპარისთან და წააგო. მისი ბალანსი უარყოფითია: 1-3. დღეს ტოჩინოშინი ბულგარელ ოძეკის, კოტოოშუს ხვდება.

ძურიოს დივიზიონში ზედიზედ მეორედ დამარცხდა ლევან ცაგურია (კოკაი) და ბალანსი გაუნულდა: 2-2.

IV
დღე
(მნიშვნელოვანი მატჩები): ჰაკუჰო-ტოკიტენკუ (სუკუინაგე), კოტოოშუ-მიოგირიუ (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), კაკურიუ-ბარუტო (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), კისენოსატო-გაგამარუ (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ამინიშიკი (ჰიკიოტოში), არანი-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), ვაკაკოიუ-ტოჩინოშინი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-შოჰოზანი (შიტატედაშინაგე). ძურიო: ტოსაიუტაკა-კოკაი (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
4-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კაკურიუ (სეკივაკე), ტაკაიასუ (მაეგაშირა 7)... 1-3: ტოჩინოშინი (მ 3)... 0-4: გაგამარუ (კომუსუბი).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები: ჰაკუჰო-გაგამარუ, კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი, ბარუტო-ტოჩინოვაკა, ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე, კისენოსატო-ტოკიტენკუ, ტოჩინოშინი-კოტოოშუ, ამინიშიკი-კაკურიუ, კიოკუტენჰო-მიოგირიუ, ვაკაკოიუ-ტოიონოშიმა, ჰომაშო-არანი. ძურიო: კოკაი-კაისეი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული