თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუ) კარიერა კომუსუბის რანგში ძალიან ცუდად დაიწყო - 6 დღე გავიდა საგაზაფხულო ბაშოს დაწყებიდან და ჩვენებურს ერთი მოგებაც არ აქვს აქტივში. ასეთი კი ოსაკაში თეიმურაზის გარდა მხოლოდ ერთი დარჩა - მონღოლი კიოკუტენჰო.
16 მარტს გაგამარუ, რომელიც, თურმე, უკვე 210 კილოგრამს იწონის, ბულგარელმა ოძეკი კოტოოშუმ დოჰიოს ცენტრში დააგდო მოგვერდით. ლევან
VI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-იოშიკაძე (კოტენაგე), ბარუტო-კიოკუტენჰო (შიტატენაგე), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (კაკენაგე), კისენოსატო-ამინიშიკი (ოშიდაში), კოტოოშუ-გაგამარუ (უვატენაგე), კოტოშოგიკუ-მიოგირიუ (ოშიტაოში), კაკურიუ-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), ტოკიტენკუ-არანი (კაკენაგე), ჰომაშო-შოჰოზანი (ოშიდაში). ძურიო: კოკაი-სოტაირიუ (იორიკირი).
სატურნირო მდგომარეობა
6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (სეკივაკე).
5-1: ბარუტო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), კოტოშოგიკუ (ოძეკი), ტაკაიასუ (მაეგაშირა 7), შოტენრო (მ 16)... 1-5: ტოჩინოშინი (მ 3)... 0-6: გაგამარუ (კომუსუბი).
VII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კიოკუტენჰო, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, ტოჩინოშინი-კისენოსატო, კოტოოშუ-იოშიკაძე, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, ბარუტო-ამინიშიკი, გაგამარუ-ტოჩიოძანი, მიოგირიუ-ტოჩინოვაკა, ტოკიტენკუ-ვაკაკოიუ, გოეიდო-არანი. ძურიო: კოკაი-კოტოიუკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"