ეს იყო და ეს - მეტი სასიხარულო ამ უქმეებზე იაპონიის ქალაქ ოსაკაში ჩვენთვის არ მომხდარა. სამმა ქართველმა სუმოისტმა ორ დღეში 6 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი დაასრულა სასიკეთოდ.
მოკლედ, ჩვენებურთა უიღბლო ბაშო გრძელდება. გაგამარუს და ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) თითო მარცხიღა აშორებთ რეიტინგში დაქვეითებამდე, რაც პირველისთვის ავტომატურად კომუსუბის ტიტულის დაკარგვის ტოლფასი იქნება.
გაზაფხულის ბაშოს კი უკვე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - 8 დღის ასპარეზობის შემდეგ ბეჭდაუდებელი მხოლოდ დიდი
VII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კიოკუტენჰო (უვატენაგე), კაკურიუ-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-ტოჩინოშინი (ოშიდაში), იოშიკაძე-კოტოოშუ (ჰიკიოტოში), ტოიონოშიმა-კოტოშოგიკუ (სუკუინაგე), ბარუტო-ამინიშიკი (იორიკირი), გაგამარუ-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), მიოგირიუ-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), ვაკაკოიუ-ტოკიტენკუ (ოშიდაში), არანი-გოეიდო (ჰატაკიკომი). ძურიო: კოტოიუკი-კოკაი (ოშიდაში).
VIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (იორიკირი), კისენოსატო-კაკურიუ (ოშიდაში), ამინიშიკი-კოტოოშუ (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-გაგამარუ (უვატენაგე), ბარუტო-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-კიოკუტენჰო (ოშიდაში), მიოგირიუ-ტოჩიოძანი (ჰიკიოტოში), ტოჩინოვაკა-იოშიკაძე (ოშიტაოში), არანი-ვაკაკოიუ (ჰატაკიკომი), ტოიონოშიმა-ჰომაშო (იორიკირი). ძურიო: ჩიოტაირიუ-კოკაი (ოშიდაში).
სატურნირო მდგომარეობა
8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
7-1: ბარუტო (ოძეკი), კაკურიუ (სეკივაკე), შოტენრო (მაეგაშირა 16)... 1-7: გაგამარუ (კომუსუბი), ტოჩინოშინი (მ 3).
IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაკურიუ, კოტოოშუ-კისენოსატო, კოტოშოგიკუ-ტოჩინოვაკა, ბარუტო-ტოიონოშიმა, ჰარუმაფუჯი-არანი, გაგამარუ-ამინიშიკი, ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ, მიოგირიუ-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-კიოკუტენჰო, ვაკაკოიუ-ჩიონოკუნი. ძურიო: კოკაი-ჩიოოტორი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"