სამაგიეროდ, ბოლომდე იბრძვის აღმოსავლეთის კომუსუბი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). ჩვენებური, მართალია, გვიან, მაგრამ მაინც გამოფხიზლდა და ახლა დადებითი ბალანსისთვის ყველა დარჩენილი ორთაბრძოლის მოგება მართებს. 21 მარტს მან ოშიდაშით იოშიკაძე დაამარცხა და 4-7 ბალანსი გაუხდა. დღეს გაგამარუს მეტოქე პირველი მაეგაშირა ტოჩინოვაკაა. ლევან გორგაძეზე (ტოჩინოშინი) მხოლოდ იმას
გაზაფხულის ბაშოს ორი ლიდერი ჰყავს - 10-10 მოგება დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს და მის მონღოლ თანამემამულე კაკურიუს აქვთ.
XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კოტოოშუ-ბარუტო (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (იორიტაოში), კაკურიუ-მიოგირიუ (კატასუკაში), ტოჩინოვაკა-ამინიშიკი (ოშიდაში), გაგამარუ-იოშიკაძე (ოშიდაში), არანი-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), ტოკიტენკუ-ტოჩინოშინი (ჰატაკიკომი), ვაკაკოიუ-კიოკუტენჰო (ჰიკიოტოში), ტოიონოშიმა-ტაკაიასუ (სუკუინაგე). ძურიო: არავაში-კოკაი (ტოტარი).
სატურნირო მდგომარეობა
10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (სეკივაკე).
9-2: ბარუტო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), შოტენრო (მაეგაშირა 16)... 4-7: გაგამარუ (კომუსუბი)... 1-10: ტოჩინოშინი (მ 3).
XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოოშუ, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, ტოიონოშიმა-კისენოსატო, ბარუტო-კოტოშოგიკუ, ამინიშიკი-მიოგირიუ, კაკურიუ-შოტენრო, გაგამარუ-ტოჩინოვაკა, ტოჩინოშინი-იოშიკაძე, ტოკიტენკუ-კიოკუტენჰო, ტაკეკაძე-არანი. ძურიო: კოკაი-კიმურაიამა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"