ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) უბრძოლველად მიითვალა მესამე გამარჯვება, მეტოქე ჩიონოკუნი ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.
ბაშოს კი მოულოდნელი ლიდერი ჰყავს - მონღოლი კაკურიუ, რომელსაც 12 მოგება აქვს. რაც შეეხება დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს, ის ბოლოს ჩემპიონ კისენოსატოსთან დამარცხდა.
XIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კისენოსატო-ჰაკუჰო
სატურნირო მდგომარეობა
12-1: კაკურიუ (სეკივაკე).
11-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-3: ბარუტო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), გოეიდო (მაეგაშირა 6)... 5-8: გაგამარუ (კომუსუბი)... 3-10: ტოჩინოშინი (მ 3).
XIV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ-კაკურიუ, კოტოშოგიკუ-არანი, ბარუტო-კისენოსატო, ამინიშიკი-ვაკაკოიუ, ტოჩიოძანი-კიოკუტენჰო, გაგამარუ-ჰომაშო, ტოჩინოვაკა-ტოკიტენკუ, მიოგირიუ-შოჰოზანი, ტოჩინოშინი-სადანოფუჯი. ძურიო: კოკაი-ბუშუიამა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"