ეს კლუბი 2010 წლის მაისში დახურეს - მას მერე, რაც გაირკვა, რომ კლუბის ხელმძღვანელი ჰიგონოუმი იაპონური მაფიის, იაკუძას ერთ-ერთი დაჯგუფების, იამაგუჩი-გუმისთვის იბევებდა ბილეთებს.
მაშინ "კისე" დაშალეს, სუმოისტები კი "კიტანოუმის" კლუბში გადაიყვანეს. მათ შორის იყო გაგამარუც, რომელიც ახლა მშობლიურ კლუბს უბრუნდება.
სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი 23 აპრილს გამოვა და გაგამარუ კომუსუბის ტიტულს დაკარგავს. მაისის ბაშო ტოკიოში 6-25 რიცხვებში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"