ჩვენებურმა მონღოლი "მზიური ცხენი" მაყურებელთა დარბაზში მოისროლა და მერე თავად მიჰყვა. მესამე დღეა, გაგამარუ მხოლოდ ოძეკებს ხვდება - ახალი მეტოქე კოტოშოგიკუა.
მეორე გამარჯვება იზეიმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), რომელმაც ელიტის დებიუტანტი ჩიოტაირიუ დაამარცხა - გამოუცდელი "დიდი გველეშაპი" მთელი შემართებით დაიძრა ქართველისკენ, ლევანი კი მას გამოეცალა. 8 მაისს ჩვენებურის მეტოქე გამოცდილი მონღოლი ტოკიტენკუა.
მეორედ იმარჯვა ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაიმაც (ლევან ცაგურია). შეგახსენებთ, რომ
II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-არანი (ცუკიდაში), ბარუტო-ტაკაიასუ (იორიკირი), კისენოსატო-ამინიშიკი (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-ჰომაშო (იორიკირი), გოეიდო-კოტოოშუ (სუკუინაგე), მიოგირიუ-კაკურიუ (ოშიდაში), გაგამარუ-ჰარუმაფუჯი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-ტოიოჰიბიკი (კატასუკაში), ოკინოუმი-ტაკეკაძე (ჰატაკიკომი), ვაკაკოიუ-ტოჩინოვაკა (ჰიკიოტოში), ტოჩინოშინი-ჩიოტაირიუ (ჰატაკიკომი). ძურიო: კოკაი-ბუშუიამა (ოშიდაში).
III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტაკაიასუ, ჰომაშო-კისენოსატო, გაგამარუ-კოტოშოგიკუ, კოტოოშუ-ტოიოჰიბიკი, კაკურიუ-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-არანი, ბარუტო-მიოგირიუ, ტოიონოშიმა-ამინიშიკი, ტაკეკაძე-ტოჩიოძანი, ტოჩინოვაკა-მიაბიამა, ტოჩინოშინი-ტოკიტენკუ. ძურიო: კოკაი-სატოიამა.
"სამივემ იმარჯვა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"